19:08 | 2020-05-05 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ცდილობენ ბუზი სპილოდ აქციონ – მეუფე ანტონი ყინწვისის ინციდენტზე

ცდილობენ ბუზი სპილოდ აქციონ – მეუფე ანტონი ყინწვისის ინციდენტზე

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი ყინწვისის ინციდენტზე საუბრისას ამბობს, რომ პანდემიის დროს ხალხი ეკლესიას „გამადიდებებლი შუშით“ უყურებს და ცდილობენ „ბუზი სპილოდ აქციონ“

 

„ყველა რაღაცნაირად, გამადიდებელი შუშით უყურებს ეკლესიას. ამ პანდემიის დროს მთლად გადაირია ხალხი – აიჭრა. თითქოს დრო მოძებნეს იმისათვის, რომ ბუზი სპილოდ აქციონ და ის რაც ჩვეულებრივი საკითხია წარმოაჩინონ არაჩვეულებრივ საკითხად.

 

კი გავიგე ამ სროლის შესახებ არ ვიცი რომელია სწორი, რომელია მართალი. ის კი ვიცი, რომ ძალიან მართულები არიან. ამ პანდემიამ თითქოს ხალხში, რაც იყო ჩაბუდებული თუ, რაც იყო ნეგატივი ყველა ცდილობს, რომ ამოუშვას.

 

ხალხიც არის თვითონ გაღიზიანებული. თქვენ წარმოიდგინეთ ადამიანები ზიან სახლში საქმე არ აქვთ. ვფიქრობ გაღიზიანებული კაცის მდგომარეობაა“, – ამბობს მეუფე ანტონი.

 

Exclusive: 7-8 გასროლა განხორციელდა ჩვენი მიმართულებით - რას ყვება მღვდელი, რომელსაც ყინწვისში ცეცხლი გაუხსნეს
2020-05-05Exclusive: 7-8 გასროლა განხორციელდა ჩვენი მიმართულებით - რას ყვება მღვდელი, რომელსაც ყინწვისში ცეცხლი გაუხსნეს

 

შეგახსენებთ, რომ ყინწვისის მონასტერში სასულიერო პირებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ ცნობილი 22 აპრილს გახდა ცნობილი.

 

ამ ფაქტთან დაკავშირებით, პოლიციამ 27 აპრილს ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი მამა დავითი (საერო სახელი – კობა კობაიძე) დააკავა.

 

„პრაიმტაიმმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა საქმის მასალები, რომელიც ყინწვისში სასულიერო პირებს შორის მომხდარი დაპირისპირების დეტალებს ასახავს.

 

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X