fbpx
10:10 | 2020-10-24 ავტორი:

წაშლის თუ არა სადეზინფექციო სითხე მარკირებას, ან ხომ არ გამოიწვევს მათი ერთად გამოყენება ალერგიულ რეაქციას? – პასუხი არჩევნებთან დაკავშირებულ აქტუალურ კითხვაზე

წაშლის თუ არა სადეზინფექციო სითხე მარკირებას, ან ხომ არ გამოიწვევს მათი ერთად გამოყენება ალერგიულ რეაქციას? – პასუხი არჩევნებთან დაკავშირებულ აქტუალურ კითხვაზე

ახალი კორონავირუსის პრევენციისა და საარჩევნო პროცესის მშვიდ რეჟიმში ჩატარების მიზნით, ცესკომ არჩევნების კოვიდ-სტანდარტი განსაზღვრა.  წლევანდელ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ამომრჩევლებს სპეციალურად დადგენილი წესების დაცვა მოუწევთ.

 

იხილეთ ყველა წესი აქ 

 

ახალი სტანდარტები საზოგადოების გარკვეულ ნაწილს შეკითხვებს უჩენს. მათგან ერთ-ერთი აქტუალურია – ხომ არ წაშლის სადეზინფექციო სითხე მარკირებას, ან ხომ არ გამოიწვევს მათი ერთად გამოყენება ალერგიულ რეაქციას?

 

“პრაიმტაიმმა” ამ შეკითხვით ცესკოს მიმართა. ცესკოში აცხადენ, რომ ჩატარებული ცდების მიხედვით, სადეზინფექციო სითხე მარკირებას არ შლის და მისი მოშორება 2 დღის მანძილზე თითქმის შეუძლებელია.

 

ჩვენ ცესკოს საზოგადოებაში, ამავე საკითხთან დაკავშირებით არსებული კიდევ ერთი აქტუალური შეკითხვით მივმართეთ – რამდენად არსებობს იმის ალბათობა, რომ სადეზინფექციო და მარკირების სითხის ერთად გამოყენებამ ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. „შევამოწმეთ და სადეზინფექციო და მარკირების სითხის ერთად გამოყენებას ალერგიული რეაქცია არ გამოუწვევია“,– აღნიშნავენ ცესკოს „სწავლების ცენტრში“.

 

ცნობისათვის,

 

  • კენჭისყრის შენობაში შესვლამდე, ამომრჩეველი ხელებს შესასვლელში განთავსებული ხელის სადეზინფექციო სითხით იმუშავებს;

 

  • ამომრჩეველი, შენობაში შესვლისას, ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელთან მარკირების შემოწმების პროცედურას გადის;

 

  • მარკირების შემოწმების პროცედურის გავლის შემდეგ, ამომრჩეველი მიდის სარეგისტრაციო მაგიდასთან და რეგისტრატორს წარუდგენ პირადობის მოწმობას ან პასპორტს. ამ შემთხვევაშიც, ამომრჩეველი დროებით იხსნის პირბადეს;

 

  • სარეგისტრაციო მაგიდასთან არ უნდა იყოს ორზე მეტი ამომრჩეველი. წინააღმდეგ შემთხვევაში დროებით შეჩერდება კენჭისყრის ოთახში სხვა ამომრჩევლის შესვლა;

 

  • იდენტიფიცირების შემდეგ, ამომრჩეველი ამომრჩეველთა სიაში მისი გვარის გასწვრივ ინდივიდუალური მოხმარებისთვის განკუთვნილი კალმისტრით აწერს ხელს. ამავე კალმისტრით ისარგებლებს ფარული კენჭისყრის კაბინაში საარჩევნო ბიულეტენის/ბიულეტენების შევსებისას;

 

  • ამომრჩევლებმა გამოყენების შემდეგ კალმისტრები სპეციალურად განკუთვნილ კონტეინერში უნდა მოათავსონ;

 

  • ხმის მიცემისა და სპეციალური კონვერტის საარჩევნო ყუთში ჩაგდების შემდეგ, ამომრჩეველი ტოვებს საარჩევნო უბანს;

 

  • კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კენჭისყრის შენობის გასასვლელში ამომრჩევლებისთვის უზრუნველყოფილი იქნება სადეზინფექციო სითხით ხელების დამუშავების შესაძლებლობა.

 

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება.

ავტორი:

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X