00:07 | 2020-08-01 ავტორი: Prime Time

წარმოგიდგენიათ, 16 წლის ბავშვმა ვიღაც მოკლას და შემდეგ წყნარი გულით დაიძინოს? – დაკავებული არასრულწლოვნის მამა

წარმოგიდგენიათ, 16 წლის ბავშვმა ვიღაც მოკლას და შემდეგ წყნარი გულით დაიძინოს? – დაკავებული არასრულწლოვნის მამა

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ზ.ხ.-ს მამა „პალიტრანიუსის“ ეთერში თავისი შვილის მიერ მოყოლილ ისტორიას იხსენებს.

 

თამაზ ხომასურიძე ადასტურებს, რომ მისი შვილი დევნაში მონაწილეობდა, თუმცა ამბობს, რომ ზ.ხ-ს გიორგი შაქარაშვილი საერთოდ არ უნახავს.

 

ხომასურიძე ასევე ამბობს, რომ შაქარაშვილის ნახვის შემთხვევაში, მისი შვილი მასაც თბილისში წამოიყვანდა და ეს ტრაგედიაც არ დატრიალდებოდა.

 

„სანამ წავიდოდა მითხრა ვახო ჩიქოვანთან მივდივარ დაქალის დაბადების დღეზეო. მთელი ღამე, დილამდე იქ ვიქნებითო. ღამე როცა დაბრუნდა გამეღვიძა, დაახლოებით ორი საათი იქნებოდა და ვკითხე ასე ადრე რატომ მოხვედითქო. მამა, რაღაც ჩხუბი მოგვივიდა და წამოვედით, მოვერიდეთ იქაურობასო. აღარ გვინდოდა იქ დარჩენა, მთელი ღამე მაინც ვეღარ ვიქეიფებდითო. რა მოხდათქო და ზერელედ მითხრა, არ ვიცი, ვახოს თავი გაუტეხეს, ჩამოვიყვანეთ, საავადმყოფოში გავყევითო. შემდეგ წავედით უკან მანქანით მეგობრების ჩამოსაყვანადო. გზაში შეგხვდნენ ის ბიჭები და გაიქცნენ, ვერცერთი ვერ დავიჭირეთო. ის ბიჭი არ აღმოჩნდა ვინც ჩხუბობდაო, წამოვიყვანეთ თბილისში და ამით ყველაფერი დამთავრდაო. ბავშვმა წყნარი გულით დაიძინა, არც კი იცოდა იქ თუ ვინმე დაღუპული იყო. წარმოგიდგენიათ, 16 წლის ბავშვმა ვიღაც მოკლას და შემდეგ წყნარი გულით დაიძინოს?! როცა გიორგის ცხედარი იპოვეს გაკვირვებული იყო. ჩვენ არ გვინახავს და ვინ მოკლაო. ნეტა გვენახა მაინც, ხომ არ მოვკლავდით, როგორც ამირხანაშვილი წამოვიყვანეთ, მაგასაც ეგრე წამოვიყვანდითო. მაგას ნანობდა რომ ვერ დაეწია, იძახდა მაგასაც თბილისში წამოვიყვანდითო“, – იხსენებს თამაზ ხომასურიძე.

 

დაკავებული ნახალოვკელების თანაკლასელის სკანდალური ჩვენება:
2020-07-31დაკავებული ნახალოვკელების თანაკლასელის სკანდალური ჩვენება: "ნიკა ჟვანია, კვალის წაშლის მიზნით, ხელებს იბანდა"
ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X