20:02 | 2020-09-18 ავტორი: თამარ გონგაძე

“წარბები გამექუცა… მივადექი და დედა ვუტირე. უწარბო ვარ!”- რა აუკრძალა რეჟისორმა ლაურა რეხვიაშვილს

“წარბები გამექუცა… მივადექი და დედა ვუტირე. უწარბო ვარ!”- რა აუკრძალა რეჟისორმა ლაურა რეხვიაშვილს

ლაურა რეხვიაშვილი მალე ტელეკომპანია “ფორმულაზე” შოუს წაიყვანს. ამის შესახებ მსახიობმა “პრაიმტაიმს” თავად უამბო. ჯერ სხვა დეტალებზე არაფერი იცის.

 

“ეს ჩემი ამპლუა სულაც არ არის და უცნაური მდგომარეობა იქნება ჩემთვის. თუ გამართული სცენარი იქნება და ამ შოუს მაღალრეიტინგულობას მოიწადინებენ, ვიფიქრებ და გადაცემას მშვენივრად წავიყვან” – გვითხრა ქალბატონმა ლაურამ.

 

კინოდანაც აქვს შეთავაზება. რეჟისორ ნანა ჯორჯაძეს სურს მხატვრულ ფილმში გადაიღოს. იუმორის მქონე მსახიობი ერთ ამბავში გვიტყდება, წარბები გამექუცაო.

 

ლაურა რეხვიაშვილი: – სარკეში გვერდიდან რომ ვუყურებდი ჩემს წარბებს, გადმოკიდებული მქონდა გძრელი თმები. ეს ცხადია ასაკობრივია. ავდექი და ჩემს გაქუცულ წარბებს პინცეტით მივადექი და დედა ვუტირე. ჩავიხედე სარკეში და უწარბო ვარ! გავიქეცი და დავიხატე. ერთმა უძვირფასესმა ქალბატონმა გადამარჩინა. მაია ჩიქოვანი ჩემი თაყვანისმცემელია, ესთეტიკური ცენტრი აქვს. მომსახუროეობა მაჩუქა, რასაც მინდა იმას გავიკეთებ.

 

2020-09-16"ახალი გადაცემა კეთდება და მის წაყვანას მთავაზობენ" - რა შოუს წაიყვანს „ჩცდ“-ს ეგონა

 

დედოფალივით მიმიღეს. ეს მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს. ვინ ჯანდაბა გაუკეთებს მერილ სტრიპს ასე საჩუქრად რაიმე პროცედურას? სულ ფეხზე არ ჰკიდიათ? ან იმას იმდენი ფული აქვს, რად უნდა ნაჩუქარი. უძვირეს პროცედურებს მჩუქნის მხოლოდ იმიტომ, რომ როგორც მსახიობი ვუყვარვარ და პატივს მცემს.

 

ერთი წარბი მქონდა მოხატული, ნანა ჯორჯაძის ასისტენტმა რომ დამირეკა და მეუბნება, ლაურა, არაფრის კორექცია არ გაიკეთოო. აქამდე რაც ჩავიდინე, რა ვუყო-მეთქი? რა გაქვს ჩადენილიო, მკითხა. არ მითქვამს, რომ წარბს ვიხატავ. კარგი, კარგი, მეტი აღარ ჩაიდინოო.

 

მხატვრულ ფილმში მთავარ როლში უნდა დამამტკიცონ და ეშინიათ, სახეზე ევრორემონტი არ ჩავიტარო. ბოტოქსისგან მიმიკა თუ არ მექნა, თვალი თუ ვერ მოვჭუტე, რა გამოვიდა. პროფესიაში ხელს შემიშლის. ახლა გოგოები, ყავის სმის დროს, ხელს აშველებენ დაბოტოქსებულ ტუჩებს. როგორ შეიძლება ეს “არტისტკამ” გააკეთოს? გამოდის, რომ აღარ გინდა არტისტობა. ქვად თუ იქეცი და სახე კახელად გადააქციე, ვერ იმსახიობებ. პერსონაჟს ვერ ითამაშებ, თუ სახეზე ამდენ უბედურებას დაიმართებ.

 

მსხვილი ხედით, დიდ ეკრანზე თვალებს და ცხვირ-პირს რომ გაჭიმავენ, თან ამ ცხვირ-პირმა რაღაც აზრი უნდა თქვას და ამ დროს ევრორემონტივით რომ გაქვს “სიფათი” შელამაზებული, ვერაფერსაც ვერ ითამაშებ…

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +