00:37 | 2020-08-01 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„წამლის ფულით უზრუნველმყვეს და სამსახურშიც აღმადგენენ“ – ვინ და როგორ დაეხმარა კობა დავითაშვილს

„წამლის ფულით უზრუნველმყვეს და სამსახურშიც აღმადგენენ“ – ვინ და როგორ დაეხმარა კობა დავითაშვილს

ყოფილი დეპუტატის, კობა დავითაშვილის თხოვნას საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც ის წერს, წამლის ფულით უზრუნველყვეს  და სამსახურში აღდგენასაც დაჰპირნენ.

 

„ტან­ჯვით სიკ­ვდი­ლის­თვის ვარ გან­წი­რუ­ლი...“ - კობა და­ვითშ­ვი­ლი მძი­მე ავად­მყო­ფო­ბას ებ­რძვის და სახელმწიფოს მიმართავს
2020-07-31„ტან­ჯვით სიკ­ვდი­ლის­თვის ვარ გან­წი­რუ­ლი...“ - კობა და­ვითშ­ვი­ლი მძი­მე ავად­მყო­ფო­ბას ებ­რძვის და სახელმწიფოს მიმართავს

 

„ყველას დიდი მადლობა ჩემი გასაჭირის გულთან მიტანისათვის. პოსტის გაზიარებისთვის, თბილი სიტყვებისთვის. მტრებსაც თავშეკავებისთვის (მხოლოდ ერთი შემომიხტა). „პატრიოტთა ალიანსიდან“ ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა წამლის ფულით უზრუნველმყვეს, ახლახან კი ძველი სამსახურიდან შემომეხმიანნენ და სამსახურშიც აღმადგენენ. დაგლოცოთ ღმერთმა!“, – წერს დავითაშვილი სოციალურ ქსელში.

 

შეგახსენებთ, ყოფილი პოლიტიკოსი მძიმე სენს ებრძვის და გადაადგილება არ შეუძლია, დახმარების თხოვნით კი სახელმწიფოს საკუთარ დაბადების დღეზე გუშინ მიმართა.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X