
როგორც ცნობილი ხდება, კორონავირუსით ინფიცირებული აბიტურიენტი ანა ონიანია. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ნათესავი სოციალურ ქსელში ავრცელებს და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, რათა გოგონა სტუდენტი გახდეს:
„აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა არის ჩემი ოჯახის წევრი. სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. კონსერვატორიაში ვოკალის განხრით აბარებს, სადაც ვოკალში ყველაზე მაღალი-98 ქულა აიღო და ფაქტიურად გაინაღდა უფასო ადგილი.
მხოლოდ მინიმალურის გადალახვა დარჩა სხვა გამოცდებზე. როგორც გვითხრეს აღარ დაიშვება გამოცდებზე და ფაქტიურად ამხელა წარმატებას წყალში უყრიან ბავშვს.
ქართული ოპერის წამყვანი მომღერლები უკვე კარგად იცნობენ ამ ბავშვს. ვთხოვ ხელისუფლებას, რომ გამონახოს რაიმე მექანიზმი და ამ ბავშვს ამხელა წარმატებას ნუ დაუკარგავენ.
#MXARDACHERAANAONIANS
ყველას გთხოვთ გააზიაროთ, იქნებ მივიღოდ შედეგი!!!” – წერს მიხეილ ქურასბედიანი.
ამ მოწოდებას სოციალურ ქსელში გამოხმაურება უკვე მოჰყვა. ინფიცირებულ აბიტურიენტს ათობით ადამიანი მხარდაჭერას უცხადებს და წერენ, რომ პატიმრებსაც აქვთ სწავლის უფლება და ვირუსის გამო, გოგონა სწავლის უფლებით სარგებლობის მიღმა არ უნდა დარჩეს.