14:49 | 2020-03-20 ავტორი: თამთა თორდია

კორონავირუსის სამკურნალო წამალი საქართველოს აფთიაქებში აღმოჩნდა

საქართველოს აფთიაქების ქსელში, იყიდება მედიკამენტი სახელად პლაკვენილი -ჰიდროქსილქლოროკინი.

 

ეს ის პრეპარატია, რომლის კორონავირუსის წინააღმდეგ გამოყენებაზე აშშ-ის შესაბამისმა სამსახურმა გუშინ ნებართვა გასცა და ამ საკითხს დონალდ ტრამპმა საგანგებო ბრიფინგიც მიუძღვნა.

 

„პრაიმტაიმმა“ ეს წამალი გაყიდვაში საქართველოს ერთ-ერთ სააფთიაქო ქსელში აღმოაჩინა.

 

როგორც გაირკვა, პლაკვენილი აქამდე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, მალარიის საპროფილაქტიკო (დაავადების თავიდან ასაცილებლად განკუთვნილი) დანიშნულებით გამოიყენება. მისი მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე არ შეიძლება.

 

სააფთიაქო ქსელში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს, რომ წამალი თავისუფალ გაყიდვაშია. ერთი კოლოფის ფასი, რომელშიც 60 აბია, 49 ლარი და 63 თეთრია.

 

ამავე თემაზე:

აშშ-ის შესაბამისმა სამსახურმა კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტის გამოყენების ნებართვა გასცა
2020-03-19აშშ-ის შესაბამისმა სამსახურმა კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტის გამოყენების ნებართვა გასცა

 

რა ხდება საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დღიდან

 

 

20 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 43 ადამიანს.

 

დადასტურებულ შემთხვევებს შორის ერთი, N1 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა და ის საავადმყოფოდან 14-დღიანი თვითიზოლაციის რეკომენდაციით გაწერეს.

 

კარანტინის რეჟიმში რჩება 1925 ადამიანი.

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება

 

ასევე მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება

 

კორონავირუსის დასადგენი სწრაფი ტესტები საქართველოში მომავალ კვირაში იქნება

 

რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.

 

პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.

 

შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.

 

აკრძალულია სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება და სრულად შეზღუდულია სპორტ დარბაზებისა და სპა ცენტრების ფუნქციონირება.

 

ასევე, 70 წელს ზევით მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს.

 

შეზღუდვები შეეხოთ ჟურნალისტებსაც, კონკრეტული ლოკაციებიდან მუშაობის უფლება აქვთ, მთავრობის ბრიფინგებზე მათი დაშვება აიკრძალა.

 

მედიაბრიფინგის საერთო სიგნალს მიიღებენ და კითხვებს წინასწარ გაგზავნიან.

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს.

ამ ეტაპზე იძულებით კარანტინშია გადაყვანილი 141 ადამიანი.

 

ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მიმართავს, რომ თუ დავიცავთ კარანტინისადა თვითიზოლაციისწესებს, დამაზიანებელი ეფექტი მინიმალური გვექნება

 

კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.

 

ასევე საინტერესოაკორონავირუსი საქართველოში – ვინ არიან დაინფიცირებულები

 

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X