16:44 | 2020-05-29 ავტორი: Prime Time

წალენჯიხელმა ფერმერმა 7 000 ვარდი გადაყარა – „წელს ძალიან ვიზარალე“

წალენჯიხელმა ფერმერმა 7 000  ვარდი გადაყარა – „წელს ძალიან ვიზარალე“

წალენჯიხის მუნიციპალიტეტ სოფელ ნაკიფუში მცხოვრებ 58 წლის ფერმერს თამაზ კვარაცხელიას წელს ვარდების მოსავალი მთლიანად გაუფუჭდა.

 

„წელს ვიზარალე, 5 პროცენტის მეტი ვერ გავყიდე ჩემი გრძელყუნწა სომხური წითელი ვარდები.

 

ვარდების პირველი ეტაპი სრულად ჩამივარდა…დაახლოებით 7 ათასი ვარდი გადავყარეთ მე და ჩემმა მეუღლემ.

Tea Shonia-ს ფოტო.

მე-4 წელია 1100 კვ.მ-ზე მაქვს სათბური,აქედან 800 კვ-მ.ზე მომყავს წითელი ვარდები,ხოლო დანარჩენზე შერეული ბოსტნეული. მწვანე სალათი,კიტრი,პომიდორი და მწვანილები“,- გვითხრა მან.

 

შრომა წყალში ჩაგვეყრება - 8 სულიანი ოჯახი, რომლის შემოსავლის ერთადერთი წყარო ეს ვარდებია
2020-05-11შრომა წყალში ჩაგვეყრება - 8 სულიანი ოჯახი, რომლის შემოსავლის ერთადერთი წყარო ეს ვარდებია

 

სათბური მისი ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყაროა. ყვავილებს ის და მისი მეუღლე უვლის. ფერმერი დახმარებას ითხოვს, ამბობს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა, თუმცა, ჯერჯერობით არავინ დახმარებია.

Tea Shonia-ს ფოტო.

თამაზ კვარაცხელია ერთადერთი ფერმერი არ არის, ვინც პანდემიის დროს იზარალა. მსგავსი პრობლემა შეექმნა ყველა ფერმერს, ვისაც სამეგრელოში ვარდების ბიზნესი ჰქონდა.

 

ე.წ. საზღვრის სიახლოვეს გაშენებული სათბური, რომელიც 24 წლის გოგონას ოჯახურ ბიზნესად იქცა
2020-05-01ე.წ. საზღვრის სიახლოვეს გაშენებული სათბური, რომელიც 24 წლის გოგონას ოჯახურ ბიზნესად იქცა

 

„აქ მითხრეს 200 ლარიანი ვაუჩერი გეკუთვნისო, ეს არც არაფერს ნიშნავს, ძალიან ვიზარალე წელს, ფაქტიურად წამლები, მოვლა რაც სჭირდებოდა, ამის ხარჯიც კი ვერ დავფარე“, – თქვა თამაზ კვარაცხელიამ.

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

X