00:57 | 2021-10-14 ავტორი:

წალენჯიხაში მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა- არის მსხვერპლი

წალენჯიხაში მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა- არის მსხვერპლი

წალენჯიხის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, მოტოციკლზე ორი ახალგაზრდა იჯდა. მათგან ერთ-ერთი მიყენებული ტრავმის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაშავდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

 

ასევე მძიმედ დაშავდნენ ავტომობილში მსხდომი პირებიც.

ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი.

 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “პრაიმტაიმს” განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

ავტორი: თეა შონია

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

ავტორი:

X