fbpx
22:19 | 2020-10-20 ავტორი: Prime Time

წალენჯიხაში ავტოავარიის შედეგად 6 წლის ბავშვი დაშავდა – დაშავებული თბილისში გადმოჰყავთ

წალენჯიხაში ავტოავარიის შედეგად 6 წლის ბავშვი დაშავდა – დაშავებული თბილისში გადმოჰყავთ

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში მსუბუქი ავტომობილი არასრულწლოვანს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ექვსი წლის შვილთან ერთად ქუჩაზე გადადიოდა და მძღოლმა დამუხრუჭება ვერ მოასწრო.

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, დაშავებულს ტრავმული შოკი და ბარძაყის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება. უახლოეს საათებში მას თბილისში გადაიყვანენ.

 

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X