17:26 | 2020-04-03 ავტორი: Prime Time

ცაგერში საბავშვო ბაღებისთვის გათვალისწინებული პროდუქტის დარიგება მიმდინარეობს

ცაგერში საბავშვო ბაღებისთვის გათვალისწინებული პროდუქტის დარიგება მიმდინარეობს

ცაგერის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღებისთვის გათვალისწინებული პროდუქტის დარიგება მიმდინარეობს.

 

სასურსათო პროდუქტს გადაცემის ამ ეტაპზე, სხვადასხვა ლოკაციებზე, ჩაერთვნენ მხარის დეპუტატი გოჩა ენუქიძე, სამხარეო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში არჩილ ჯაფარიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე.

 

პროდუქტთან ერთად რამდენიმე განსაკუთრებული საჭიროების ოჯახში პატარები ტკბილეულით გაახარა გოჩა ენუქიძემ.

მუნიციპალიტეტში არამალფუჭებადი პროდუქტი ბაღების 269 აღსაზრდელს დაურიგდება.

 

თითოეულ ბავშვზე 50 ლარის ღირებულების პაკეტი, რაც უნდა მიეღოთ საბავშვო ბაღებში ერთი თვის განმავლობაში სახლში მიიღებენ.

პროდუქტის გადაცემის აქციაში სხვადასხვა სოფლებში ჩართული არიან მერის მოადგილეები, დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამსახურის, სკოლამდელი და სკოლის გარეშე დაწესებულებათა გაერთიანების წარმომადგენლები.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X