09:34 | 2020-05-10 ავტორი: Prime Time

„წადით მთაში, სოფელში, გქონდეთ პატარა ბოსტანი” – ბერი პაისის წინასწარმეტყველება

რიგი სასულიერო პირები ბოლო ჟამის ნიშნებზე სულ უფრო ხშირად საუბრობენ.

 

მომრავლებული კატასტროფები, გლობალური დათბობა, მომაკვდინებელი ვირუსები, საზარელი დანაშაულებები – მათი თქმით, ეს ყველაფერი სწორედ მეორე მოსვლას მოასწავლებს.

 

როგორ მოვიქცეთ უკანასკნელი ჟამისასო – ჰკითხეს ერთხელ ბერ პაისს. მან კი უპასუხა:

 

„წადით მთაში, სოფელში, გქონდეთ პატარა ბოსტანი, გყავდეთ ძროხა, თხები, ქათმები,სოფლის მეურნეობა გქონდეთ და მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებსო

 

მალე დაედება ფასი სოფელს, მგონი დროცაა ნელ-ნელა მოვემზადოთ ამისთვის.

 

ნუ მიატოვებთ და უპატრონობით ნუ დაანგრევთ მამაპაპისეულ კერას. ალბათ, იმაზე მალე გამოგადგებათ, ვიდრე გგონიათ“.

 

ასე თუ ისე, ჩვენ საშინელი მოვლენების ხილვა მოგვიწევს. წარიმართება სულიერი ბრძოლა. წმიდანები კიდევ უფრო განიწმიდებიან, ხოლო უწმინდურნი კიდევ უფრო საძაგელნი შეიქნებიან (გამოცხ. 22,11).

 

მე ვნუგეშობ, ჩვენ ჭექა-ქუხილი გველის და ჩვენს ბრძოლას აქვს ფასი, რადგანაც ამჟამად ჩვენი მტერი – ეს ალი ფაშა კი არ არის, არც ჰიტლერი და არც მუსოლინი, არამედ – ეშმაკი. და ამიტომაც ჯილდო ჩვენი იქნება ჯილდო ზეციური.

 

ღმერთმან, ვითარცა სახიერმან, წარმართოს ბოროტება სიკეთედ, ამინ.”

 

ღირსი პაისი მთაწმინდელი (1924-1994)

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X