00:42 | 2021-04-17 ავტორი: ზურა დვალაშვილი

“წაბილწულ და გარყვნილ ქალს მე იმ ბავშვებს საჯიჯგნად ვერ მივცემ” – მეუფე სპირიდონმა სახალხო დამცველი ეპარქიის ბავშვთა სახლში არ შეუშვა

“წაბილწულ და გარყვნილ ქალს მე იმ ბავშვებს საჯიჯგნად ვერ მივცემ” – მეუფე სპირიდონმა სახალხო დამცველი  ეპარქიის ბავშვთა სახლში არ შეუშვა

“ტვ პირველზე” გასულ სიუჯეტს, სადაც საუბარია, რომ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი საპატრიარქოს , ჯავახეთის ერთ-ერთ საბავშო ბაღში არ შეუშვეს, სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი საგანგებო მიმართვით ეხმაურება.

 

მეუფე ამბობს, რომ სახალხო დამცველის აპარატში “ნამუსგარეცხილი იდეოლოგიის” ხალხი მუშაობს და მათ ბავშვებთან მიკარების უფლებას არ მიცემს.

 

“ტვ პირველზე” იყო მორიგი ცილისწამება, საქართელოს საპატრიარქოს ჯავახეთის ბავშვთა სახლის მიმართ. მოსულები იყვნენ სახალხო დამცველი აპარატის თანამშრომლები. ჩემი კურთხევა ასეთია, რომ ისინი არ იქნან იქ შეშვებული. ეს არის ხალხი, რომელიც ოფიციალურად ითხოვს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას. მაგ ხალხის ბავშვთა სახლში კი არა პატიოსან ოჯახში შეშვება არ შეიძლება წაბილწავენ იქაურობას. იმ ბავშების სული მე მაბარია, მე ვარ პასუხისმგებელი უფლის წინაშე. წაბილწულ და გარყვნილ ქალს მე იმ ბავშვებს საჯიჯგნად ვერ მივცემ.

 

ეს არის წაბილწული ხალხი და მაგათ ფეხ ქვეშ მიწა უნდა იწვოდეს, საქართელოში არ უნდა იყვნენ საერთოდ, ესეთი უგვანი და ნამუსგარეცხილი იდეოლოგიის ხალხი… ყაჩაღურად მოვარდნენ, ბრახუნით, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემს გვამზე გადაივლიან, ისინი ვერ შევლიან იქ.”, – განაცხადა მეუფე სპირიდონმა.

ავტორი: ზურა დვალაშვილი


X