15:03 | 2020-04-10 ავტორი: ანეტი მიქელაძე

„ტრენდული მიზანი ევროპასა და აზიას შორის“ – გერმანული გამოცემა საქართველოზე სტატიას აქვეყნებს

„ტრენდული მიზანი ევროპასა და აზიას შორის“ – გერმანული გამოცემა საქართველოზე სტატიას აქვეყნებს

„ადრე თუ გვიან ადამიანები ისევ დაიწყებენ მოგზაურობას, როცა კორონავირუსის კრიზისი დამთავრდება. ამ მხრივ, fvw გთავაზობთ, დაფიქრდეთ საქართველოზე.

 

ადგილმდებარეობა გიზიდავთ მევენახეობით, გოგირდის აბანოებით, ადრექრისტიანული მონასტრებით, თანამედროვე არქიტექტურითა და სტუმართმოყვარეობით“, – ამის შესახებ სტატიას აქვეყნებს გერმანული გამოცემა FVW.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველო ორი წლის წინ ფრანკფურტის წიგნის ფესტივალის მასპინძელი ქვეყანა იყო, ხოლო 65 ათასამდე გერმანელი ყოველწლიურად ჩადის საქართველოში, რაც „საქართველოს ევროპელი ვიზიტორების წინა ფრონტზე აყენებს.

 

„საქართველო ევროპასა და აზიას შორის ხიდად მიიჩნევა. მას შემდეგ, რაც ქვეყანამ გადაიტანა ასობით ომი ოსმალებთან, მონღოლებთან, სპარსელებთან და ბოლოს რუსეთთან, კომუნიზმის კვალი საქართველოს დღემდე ეტყობა.

 

მოგზაურობისას მიხვდებით, თუ როგორი დიდია ქართველების სურვილი დაუახლოვდეს დასავლეთს“, – ციტირებს გამოცემა ტუროპერატორის, ტილო ლამის სიტყვებს.

 

„ადრე ტუროპერატორებს საქართველოსთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად გვეკითხებოდნენ უსაფრთხოებაზე.

 

კავკასიის რეგიონი მიიჩნეოდა რისკისა და ომის ზონად. ამ კითხვას დღეს აღარ სვამენ“, – ამბობს ტილო ლამი და დასძენს, რომ ბევრი რუსისთვის, საბჭოთა ეპოქის დროს საქართველო „ნამდვილი სამოთხე“ იყო.

 

ექსპერტი აღნიშნავს, რომ საქართველოს და ეკონომიკურად არამყარ მსგავს ქვეყნებს, შესაძლოა პანდემიის კრიზისიდან გამოსვლა უფრო გაუჭირდეს, ვიდრე მაგალითად გერმანიას.

 

„სავარაუდოდ, საქართევლოში არ იქნება ეკონომიკური დახმარების პაკეტი და ჯანდაცვის სფერო გაცილებით უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე ჩვენი. რაც შეეხება ჩვენს ბიზნესს:

 

ჩვენი მოგზაურობები როგორც წესი მაისსა და ოქტომბერში ხდება. მაისის თარიღები კი ჯერ არ გაუქმებულა“ – წერს გერმანული გამოცემა.

ავტორი: ანეტი მიქელაძე

0
კომენტარი - +