10:35 | 2020-05-29 ავტორი: ნინი ტაველიძე

ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია! – რა იქნება შემდეგი ნაბიჯი

ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია! – რა იქნება შემდეგი ნაბიჯი

დღეიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მიკროავტობუსით მოძრაობა აღდგა.

 

 

ზღვაზე წასვლამდე საკითხავი - მთავარი ინფექციონისტი გირჩევთ
2020-05-29ზღვაზე წასვლამდე საკითხავი - მთავარი ინფექციონისტი გირჩევთ

 

 

მიუხედავად პიკის საათისა, ტრანპორტის აღდგენის პირველივე დღეს ქალაქში ხალხის დიდი მასა არ შეინიშნებოდა. მოქალაქეები საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობისას ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს იცავდნენ. კერძოდ, ყველა მგზავრი ატარებდა პირბადეს.

 

რა იქნება შემდეგი ნაბიჯი? „პრაიმტაიმი“ გთავაზობთ იმ შეზღუდვების ჩამონათვალს, რომლებიც შემდეგი კვირის განმავლობაში მოიხსნება:

 

1 ივნისი

 

 

 

პირველი ივნისიდან გაიხსნება და მუშაობას შეძლებს ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები;

 

პირველი ივნისიდან საქართველოში ღია სივრცის მქონე რესტორნები გაიხსნება;

 

 

8 ივნისიდან

 

 

გაიხსნება ყველა სახის მომსახურეობა რესტორნებში;

 

გაიხსნება ასევე სასტუმროები;

 

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი;

.

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +