01:09 | 2020-05-29 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ტრანსგენდერს, რომელმაც მერიასთან თავის დაწვა სცადა, სამსახური შესთავაზეს

ტრანსგენდერს, რომელმაც მერიასთან თავის დაწვა სცადა, სამსახური შესთავაზეს

სოციალურ ქსელში კომპანია Nano Mask-ის წარმომადგენლის განცხადება გავრცელდა, რომელიც ტრანსგენდერი ქალის, მადონას შესახებ იყო დაწერილი.

 

„მეგობრებო, ამ გოგოს საკონტაქტო ვინმეს მოგეპოვებათ? დიდი სიამოვნებით შევთავაზებთ სამსახურს“ – წერს გიორგი გოგეშვილი.

 

„ამას დიდი გამბედაობა სჭირდება!“ - ნინო კუზანოვამ ტრანსგენდერი ქალი დაასაქმა
2020-05-11„ამას დიდი გამბედაობა სჭირდება!“ - ნინო კუზანოვამ ტრანსგენდერი ქალი დაასაქმა

 

მაშინ, როცა უმცირესობებს თავს ესხმიან, შეურაცხყოფენ და მათ სრულფასოვანი ცხოვრების საშუალებას არ აძლევენ. დავფიქრდი და პოსტის ავტორს მივწერე…

 

როგორც გიორგი გოგეშვილმა თქვა, კომპანიაში, სადაც ის ტრანსგენდერ ქალს დასაქმებას სთავაზობს, უმცირესობების დისკრედიტაცია არ ხდება.

 

ფიქრობს, რომ მომხმარებელთა გარკვეულმა ნაწილმა შეიძლება უარი თქვას კომპანიასთან თანამშრომლობაზე, მაგრამ კომპანიის მთავარი ფასეულობა ადამიანი და მისი უფლებებია.

 

პრაიმტაიმთან“ საუბარში თქვა, გამიხარდება თუ მაგალითის მიმცემები გავხდებით და სხვა კომპანიები იმ ადამიანებს დაასაქმებენ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებაო.

 

პანდემიამ თითქოს ქვეყანა დააპაუზა და ყველა შესაძლებლობა ჩაკლა. თუმცა, ადამიანის სიცოცხლე უფრო დიდ ღირებულებად იქცა.

 

განვითარებულ ქვეყნებში არასოდეს დაწერენ სტატიას ტრანსგენდერებისა თუ სხვა უმცირესობების დასაქმების შესახებ, რადგან ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ჩვენთან კი, იშვიათი ინიციატივა…

 

 

 

„როცა კომპანიაში ვაკანსია გვაქვს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია განაცხადი შემოიტანოს.

 

ჩვენ პასუხისმგებლები ვართ, რომ რელიგიური, რასობრივი თუ სექსუალური ორიენტაციის გამო, დასაქმებული ადამიანების დისკრედიტაცია არ მოხდება.

 

 

გვაქვს მზაობა, რომ ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა, მომხმარებლებში სხვადასხვაგვარი რეაქცია გამოიწვიოს. შესაძლოა, გარკვეულმა ნაწილმა არ ითანამშრომლოს ჩვენთან.

 

კომერციული კომპანია ვართ, გაყიდვებზე ორიენტირებული, მაგრამ თუ შეგვიმცირდება გაყიდვები, იმის გამო, რომ ჩვენთვის ადამიანის ფუნდამენტური უფლებები დაცულია, ასეთი მომხმარებელი კომპანიისთვის არ წარმოადგენს ფასეულობას.

 

– პანდემიის პერიოდში, არაერთი სოციალური კამპანია წამოიწყეთ. ვის ეხმარებოდით?

 

– ზოგადად, ყველა საქმეში უპირატესი ღირებულება ადამიანია. როცა პანდემია დაიწყო და ფინანსური პრობლემა მოსახლეობის უმეტეს ნაწილს შეეხო, ადვილი იყო თვალშისაცემი, ფასადური პიარ-კამპანიების წარმართვა.

 

„თითოეულ ლუკმას მაყვედრიდნენ“ - ტრანსგენდერი ქალის მძიმე ცხოვრება,  რომელმაც მერიასთან თავის დაწვა სცადა
2020-05-04„თითოეულ ლუკმას მაყვედრიდნენ“ - ტრანსგენდერი ქალის მძიმე ცხოვრება, რომელმაც მერიასთან თავის დაწვა სცადა

 

მაგალითად, შეგვეძლო 500 ან 1000 პირბადე უფასოდ დაგვერიგებინა, ეს ჩვენი კომპანიისთვის ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება იქნებოდა.

 

თუმცა ვარჩიეთ, რომ საპირწონე თანხა გამოგვეყო და რეალურად დავხმარებოდით მათ, ვისაც თანხა სჭირდებოდა მედიკამენტებისთვის, ოპერაციისთვის ან პროდუქტებისთვის“ – ამბობს გიორგი გოგეშვილი.

 

ჯერ არ იცის გიორგი გოგეშვილმა დასაქმდება თუ არა მათ კომპანიაში პოსტის ადრესატი, მადონა.

 

ის ტრანსგენდერი ქალის ადვოკატს ესაუბრა და მათგან პასუხს ელოდება.თუმცა, დაინტერესების შემთხვევაში, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, მზადაა განიხილოს ტრანსგენდერი ქალის დასაქმების საკითხი.

 

შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ, მადონამ შემოსავლის გარეშე დარჩენის გამო, თბილისის მერიასთან თავის დაწვა სცადა.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები