fbpx
22:35 | 2020-11-20 ავტორი: Prime Time

„ტრანს აუდიო გასეირნება“ – როგორ აღნიშნავენ ტრანსექსუალი ადამიანების ხსოვნის საერთაშორისო დღეს საქართველოში

„ტრანს აუდიო გასეირნება“ – როგორ აღნიშნავენ ტრანსექსუალი ადამიანების ხსოვნის საერთაშორისო დღეს საქართველოში

„ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის დღე“ 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. ამ დღის ისტორია 1993 წლიდან იწყება, როდესაც გვენ სმითი (ტრანსგენდერი აქტივისტი), ანონიმურად იყო დარეგისტრირებული AOL-ის სასაუბრო სივრცეში, რათა სხვა ადამიანებთან ერთად, ტრანს საკითხებზე ესაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ მათ ქსელზე მხოლოდ ისეთი ადამიანები იყვნენ, ვისაც ან დახმარება სჭირდებოდა ან სხვა ტრანსგენდერებთან საუბარი უნდოდა, კომპანიის მომსახურების პირობების მიხედვით, ტრანს საკითხებზე საუბარი, მაინც ვულგარულად ითვლებოდა.

 

მალევე, 1994 წელს, გვენის მეგობარმა ტრანსგენდერმა დისკრიმინაციის გამო, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სწორედ, ამ მოვლენებმა აამოქმედა სმითი პირველად. მან AOL-ის მომხმარებლებთან ერთად, კომპანიაში ანტიტრანსპოლიტიკის მიღწევა მოახერხა. გამარჯვების შემდეგ, აქტივისტები მედიასთან საუბრისას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ცდილობდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ამ ადამიანებში ვულგარული და არაბუნებრივი არაფერია. ამ პერიოდისთვის, გვენ სმითმა ინტერნეტ პროექტი – „გვახსოვდეს ჩვენი დაღუპულებიც“ წამოიწყო.

 

1998 წლის, 28 ნოემბერს, ბოსტონში ტრანსგენდერი ქალი – რიტა ჰესტერი სწორედ ისევე მოკლეს, როგორც კიდევ ერთი ქალი ამავე ქალაქში, სამი წლით ადრე. მომხდარის გამო, გვენმა გადაწყვიტა, რომ ეს მკვლელობები დავიწყებას არასდროს უნდა მისცემოდა. მომხდარს ამძაფრებდა ისიც, რომ ლგბტ+ თემიც კი, საკითხის მიმართ ძალიან გულგრილი იყო.

 

1999 წლის ნოემბერში, პირველად აღინიშნა ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნისადმი მიძღვნილი დღე. მათ თარიღი რიტა ჰესტერის გარდაცვალების წლისთავს დაამთხვიეს, თუმცა მადლიერების დღის გამო, ღონისძიება 28 ნოემბრის ნაცვლად, 20 რიცხვში გაიმართა.

 

მიუხედავად იმისა, რომ დროდადრო, ტრანსგენდერი ადამიანები ცდილობდნენ მათი ხმა საზოგადოებისთვის მიეწვდინათ, ტრანსგენდერი ადამიანების წინააღმდეგ ძალადობის შესახებ, პირველი ფართომასშტაბიანი პროექტი, მაინც „ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნისადმი მიძღვნილი დღე“ და ვებ პროექტი, “გვახსოვდეს ჩვენი დაღუპულები“ მიიჩნევა.

 

თბილისში, ტრანს ადამიანთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, მარეიკე ვენცელისა და „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ (WISG) ახალი კოლაბორაცია – „ტყის ვარდი“ (ტრანს აუდიო გასეირნება) ტარდება, რომლის მიზანია გარდაცლილი ტრანსექსუალი ადამიანებისათვის პატივის მიგება.

 

„ტრანს აუდიო გასეირნებაში“ მონაწილე ტრასნგენდერი ქალები, აუდიო გიდობას უწევენ მარშუტს, რითიც ქალაქის ტრანს ისტორიული ადგილების მონახულება იგეგმება.

 

ტური კვირას, 16:00 სთ-ზე დაიწყება და 18:00 სთ-ზე, სამაიას ბაღში დასრულდება. ბაღში, თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედია მუზეუმის მხარდაჭერით, იუსტინა მიელნიკიევიჩის/MAPS მენტორობით შექმნილი, მანო სვანიძის ფოტოსერია – „5 წამის წესი“ იქნება გამოფენილი.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ გამოფენასთან ერთად აჩვენებენ ანიმაციური ფილმების ციკლიდან “ქამრიან სონას”, რომელიც WISG-მა “აღმოსავლეთ ევროპული კოალიცია ლგბტ + თანასწორობისათვის” რეგიონული კამპანიისთვის მოამზადა.

 

გასულ წელს, WISG-მა და არტისტმა უტა ბექაიამ, ერთობლივი შრომით, ინსტალაცია – „გრადაცია“ მოაწყეს. პროექტის მიზანს ტრანს ადამიანების უმძიმესი მდგომარეობის შესახებ საუბარი და მათი ხილვადობის მაჩვენებლის ზრდა წარმოადგენდა.

 

ავტორი: ამუკა ქორიძე

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X