10:42 | 2020-05-12 ავტორი: თათია ცუკოშვილი

ტრამპმა ჟურნალისტებთან კამათის დროს პრესკონფერენცია მოულოდნელად შეწყვიტა 

ტრამპმა ჟურნალისტებთან კამათის დროს პრესკონფერენცია მოულოდნელად შეწყვიტა 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან კამათის დროს პრესკონფერენცია მოულოდნელად შეწყვიტა.

 

ტელეკომპანია CBS-ის ჟურნალისტმა, ვეიცზია ცზიანმა ტრამპს ჰკითხა, თუ რატომ აკეთებს ის მუდმივად აქცენტს სხვა ქვეყნებთან ტესტების ჩატარების კონკურენციაზე, როდესაც ამერიკელები კორონავირუსით იღუპებიან.

 

„ხალხი ახალი კორონავირუსით მთელ მსოფლიოში კვდება. ალბათ, ეს კითხვა ჩინეთს უნდა დაუსვათ. მე ნუ მისვამთ. ჩინეთს ჰკითხეთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

ჟურნალისტი, რომელიც წარმოშობით ჩინელია პრეზიდენტის პასუხით დაინტერესდა, რატომ ახსენა ჩინეთი.

 

ტრამპმა კი უპასუხა, რომ ამას ეტყვის ყველას, ვინც მსგავს „საძაგელ შეკითხვას“ დასვამს.

ავტორი: თათია ცუკოშვილი

0
კომენტარი - +