18:37 | 2020-04-07 ავტორი: ანეტი მიქელაძე

ტრამპმა მთვარის რესურსების გამოყენება გადაწყვიტა – რუსეთი მას „კოსმოსის ოკუპანტს“ უწოდებს

ტრამპმა მთვარის რესურსების გამოყენება გადაწყვიტა – რუსეთი მას „კოსმოსის ოკუპანტს“ უწოდებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, კომერციული მიზნებისთვის, მთვარის და სხვა ციური სხეულების რესურსების შესწავლის მხარდამჭერ დოკუმენტს მოაწერა ხელი.

 

ამის შესახებ ინფორმაცია თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

 

განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ამერიკელებს უნდა ჰქონდეს უფლება ჩაატარონ კომერციული კვლვევები კოსმოსურ სივრცეში. „აშშ-ს პოლიტიკამ უნდა წაახალისოს ადამიანები კოსმოსური სივრცეების ათვისებაში“- წერია დოკუმენტში.

 

„კოსმოსი, როგორც იურიდიულად, ასევე ფიზიკურად არის უნიკალური სივრცე ადამიანური საქმიანობისთვის და აშშ არ მიიჩნევს მას როგორც საზოგადოებრივ სიკეთეს“, – აღნიშნავენ დოკუმენტში.

 

რუსეთში ტრამპის ქმედებას „აგრესიული გეგმა“ უწოდეს, რომლითაც „ფაქტობრივად ხდება სხვა პლანეტების ტერიტორიების ოკუპირება“.

 

კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აღნიშნავს, რომ აშშ-ს ქმედებას სჭირდება იურიდიული შეფასება, თუმცა მისი თქმით „კოსმოსის პრივატიზაცია მიუღებელია“.

 

ამ დროისთვის მთვარის იურიდიული სტატუსი და მისი რესურსების გამოყენება საერთაშორისო დონეზე ჯერ ჩამოყალიბებული არ არის.

 

1967 წლის კოსმოსის შესახებ შეთანხმება, მხოლოდ და მხოლოდ კრძალავს მთვარეზე იარაღის განთავსებას და მისი რომელიმე ნაწილის სუვერენიტეტის გამოცხადებას, თუმცა რესურსების კომერციული მოხმარებაზე დოკუმენტში არაფერი წერია.

ავტორი: ანეტი მიქელაძე

0
კომენატარი - +

X