10:22 | 2020-03-28 ავტორი: Prime Time

ტრამპმა 2-ტრილიონიანი დოლარის ეკონომიკური სტიმულირების კანონპროექტს ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის ფინანსური სტიმულირებისთვის ისტორიაში ყველაზე მსხვილ პაკეტს მოაწერა ხელი.

 

„ახლახანს ხელი მოვაწერე CARES-ის აქტს, ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკონომიკური დახმარების პაკეტს – ეს არის ორჯერ უფრო დიდი, ვიდრე ამ დროისთვის ამოქმედებული ნებისმიერი კანონი. ეს დაეხმარება ჩვენი ქვეყნის ოჯახებს, დასაქმებულებს და ბიზნესს“ , – განაცხადა ტრამპმა.

 

კანონპროექტი გულისხმობს 2,2 ტრილიონი დოლარის გამოყოფას. რომლის მიხედვით, ყოველი ზრდასრული ამერიკელი, რომელსაც სულ მცირე 99 ათასი დოლარი აქვს შემოსავალი, 1200 დოლარის მიიღებს, ხოლო თითოეულ ადამიანზე 500 დოლარი გამოიყოფა.

 

აშშ-ის სენატმა 2 ტრილიონი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტს მხარი ერთხმად დაუჭირა
2020-03-27აშშ-ის სენატმა 2 ტრილიონი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტს მხარი ერთხმად დაუჭირა

 

250 მილიარდი დოლარია გამოყოფილი კერძო პირებისა და ოჯახებისთვის პირდაპირ გადასარიცხად, 350 მილიარდი დოლარი კრედიტის სახით მცირე ბიზნესისთვის, 250 მილიარდი დოლარი უმუშევრობის დაზღვევის შეღავათებისთვის და კიდევ 500 მილიარდი პრობლემური კომპანიების კრედიტებისთვის.

 

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 100 000-ს გადასცდა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით კი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა.

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები

 

 

 

 

 

 

 

გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს

 

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X