08:31 | 2020-04-08 ავტორი: თათია ცუკოშვილი

 ტრამპის განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსების საკითხს გადახედავს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეერთებული შტატებიდან დიდ დაფინანსებას იღებს, რის გადახედვასაც აპირებს.

 

მან პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ჯანმო ბევრ შეცდომას უშვებს.

 

„ჩვენ უნდა შევისწავლოთ ეს საკითხი,  ვიფიქროთ და განვიხილოთ,“ – განაცხადა ტრამპმა.

 

აშშ-ში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსისგან 1 736 ადამიანი გარდაიცვალა. აქამდე არსებულ მონაცემებს შორის, ეს ქვეყანაში სიკვდილიანობის ერთ დღეში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.​

ქვეყანაში კორონავირუსის 398,000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა, დაღუპულთა საერთო რაოდენობა 12 722-ს აღწევს, გამოჯანმრთელებული კი, 21 674 ადამიანია.

ავტორი: თათია ცუკოშვილი

0
კომენატარი - +

X