12:42 | 2020-03-30 ავტორი: თათია ცუკოშვილი

ტრამპი – თუ დაღუპულთა რაოდენობა 100 000-ს არ გადააჭარბებს, იმას ნიშნავს, რომ ყველამ კარგად იმუშავა

ტრამპი – თუ დაღუპულთა რაოდენობა 100 000-ს არ გადააჭარბებს, იმას ნიშნავს, რომ ყველამ კარგად იმუშავა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ ქვეყანაში ახალი კორონავირუსით 100 000-ზე მეტი ადამიანი არ დაიღუპება, ნიშნავს, რომ ყველამ კარგად იმუშავა.

 

მისივე თქმით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები მოქალაქეებისთვის დეპრესიის საფუძველია.

 

„სიტუაციის მოდელირების მიხედვით, შემზღუდველი ზომების არ მიღების შემთხვევაში, აშშ-ში კორონავირუსს შესაძლოა 2,2 მილიონი ადამიანი ემსხვერპლოს. თუ გარდაცვლილთა რიცხვი 100 ათასს არ გადააჭარბებს, ეს იმის მაჩვენებელი იქნება, რომ ჩვენ კარგად ვიმუშავეთ


სავარაუდო გათვლებით, გარდაცვალების პიკი ორ კვირაში იქნება. უარესი არაფერია ვიდრე გამოაცხადო გამარჯვება მანამ სანამ მართლა გაიმარჯვებ. ეს ყველაზე დიდი დამარცხება იქნება“,- განაცხადა ტრამპმა.

 

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსს 2 484 ადამიანი ემსხვერპლა, 142 178 ათასი კი ინფიცირებულია.

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X