08:36 | 2020-03-17 ავტორი: თათია ცუკოშვილი

ტრამპი – ნუ მოვიმარაგებთ არასაჭირო რაოდენობის სურსათს

ტრამპი – ნუ მოვიმარაგებთ არასაჭირო რაოდენობის სურსათს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკელებს მოუწოდებს არ დააცარიელონ მაღაზიები.

 

მისივე თქმით, ის სურსათის მაღაზიების ხელმძღვანელებს შევხვდა და დარწმუნდა, რომ მიწოდება მოთხოვნას შეესაბამება.

 

„ყველა ამერიკელს მოვუწოდებ ერთად დავდგეთ. ნუ მოვიმარაგებთ არასაჭირო რაოდენობის სურსათს და პირველადი მოხმარების ნივთებს. ერთად ძლიერები ვიქნებით და ამ გამოწვევას გადავლახავთ. გუშინ სურსათის მაღაზიების ხელმძღვანელებსა და მომწოდებლებს შევხვდი. დარწმუნებულნი ვართ, რომ მიწოდება მოთხოვნას შეესაბამება“, – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

 

რამდენიმე დღის წინ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის აფეთქება პანდემიად გამოაცხადა. დღევანდელი მდგომარეობით მსოფლიოში ინფიცირების 170 ათასი შემთხვევა და 6.5 ათასი მსხვერპლია დაფიქსირებული.

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები