
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენით პირველ ადგილზე ყოფნა „დიდი პატივია“. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
„ამას გარკვეული პატივისცემით ვუყურებ. ეს კარგია, იმიტომ რომ ნიშნავს, რომ ჩვენი ტესტირება სხვებზე უკეთესია“,- განაცხადა ტრამპმა.
რატომ თქვა ტრამპმა ეს?
ორშაბათს დონალდ ტრამპმა შეხვედრა გამართა.
„სხვათა შორის“,- უთხრა მან ჟურნალისტებს, „თქვენ ამბობთ, რომ ჩვენ შემთხვევების რაოდენობით ვლიდერობთ, ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ სხვებზე მეტი ტესტირება გვაქვს. ასე რომ, ამ ამბავს მე ცუდად არ აღვიქვამ. ეს ერთგვარი ჯილდოა იმ პროფესიონალებისთვის, რომლებიც თავდაუზოგავად მუშაობენ“.
აშშ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ადგილზეა – 1,5 მილიონი ინფიცირებული, 92, 000 გარდაცვლილი.