08:05 | 2020-04-21 ავტორი: თათია ცუკოშვილი

 ტრამპი – ხელს ვაწერ განკარგულებას, ამერიკაში იმიგრაციის დროებით შეწყვეტის შესახებ

 ტრამპი – ხელს ვაწერ განკარგულებას, ამერიკაში იმიგრაციის დროებით შეწყვეტის შესახებ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის აპირებს, ხელი მოაწეროს განკარგულებას, რითაც ქვეყანაში მიგრანტების მიღება დროებით შეწყდება.

 

„უხილავი მტრის მიერ განხორციელებული შეტევის ფონზე, ასევე ჩვენი, ამერიკის მოქალაქეების სამუშაო ადგილების დასაცავად, ხელს ვაწერ განკარგულებას, რომლითაც აშშ-ში იმიგრაცია დროებით შეწყდება,“- წერს ტრამპი.

 

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის 784 599 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია – 42 138 ადამიანი.

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

0
კომენტარი - +