14:47 | 2020-05-05 ავტორი: თამთა თორდია

ტრამპი ჩინეთის დაცვის მცდელობაში „ენბისისა“ და „სიენენს“ ადანაშაულებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტელეკომპანიებს „ენბისისა“ და „სიენენს“ ჩინეთის დაცვის მცდელობაში ადანაშაულებს.

 

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

 

„MSDNC (MSNBC) და ყალბი ახალი ამბები „სიენენი“ გაველურდნენ ჩინეთის დაცვის მცდელობით“, – წერს დონალდ ტრამპი საკუთარ „ტვიტერზე“.

 

ის ჩინეთს ახალი კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის დამალვაში ღიად ადანაშაულებს.

 

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X