12:54 | 2020-05-17 ავტორი: Prime Time

ტრამპი – ჩინეთიდან ვირუსის გავრცელებამდე აშშ-ის ეკონომიკა მსოფლიოში საუკეთესო იყო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩინეთიდან ვირუსის გავრცელებამდე აშშ-ის ეკონომიკა მსოფლიოში საუკეთესო იყო.

 

„რატომ არის, რომ ჩინეთი, ჩვენზე ბევრად დიდი მოსახლეობით, უკვე ათწლეულებია, ძალიან მცირე თანხებით აფინანსებს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, გაერო-ს და რაც ყველაზე უარესია, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას, რომელშიც ის „განვითარებად“ ქვეყანად მიჩნეულია და სარგებლობს უზარმაზარი შეღავათებით აშშ-სთან და სხვებთან შედარებით.

ჩინეთიდან წამოსული ჭირის გავრცელებამდე, ჩვენი ეკონომიკით ყველა აღფრთოვანებული იყოს, ეს იყო მსოფლიოში საუკეთესო ეკონომიკა და ჩვენ ამ სტატუსს მალე დავუბრუნდებით“, – წერს დონალდ ტრამპი.

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

X