fbpx
14:25 | 2020-10-10 ავტორი: Prime Time

„ტრაილერის“ მძღოლი გოგოს გაუპატიურებით ემუქრებოდა – რა მოხდა გორი-თბილისის გზაზე?

„ტრაილერის“ მძღოლი გოგოს გაუპატიურებით ემუქრებოდა – რა მოხდა გორი-თბილისის გზაზე?

სექსუალური ძალადობის მცდელობა გორი-თბილისის საავტომობილი გზაზე – ინფორმაციას სოციალური ქსელის მომხმარებელი, ნუკა გაბრიჩიძე ასაჯაროებს და აღწერს, თუ რა გადახდა მის მეგობარს, რომელიც თბილისისკენ ავტოსტოპის საშუალებით მოდიოდა.

 

საუბარია სატვირთო ავტომობილის მძღოლზე, ვინმე შაკო ვერულაშვილზე, რომლის შესახებაც ნუკა გაბრიჩიძე ასეთ რამეს წერს:

 

„ჩემი მეგობარი წამოყვა სტოპით. ამ სირმა ბოლოს ჩაუკეტა მანქანა და არ უჩერებდა. კიდევ კარგი მოასწრო ჩემთვის მოწერა და მონაცემების გადმოცემა.

 

როცა მეც ვრეკავდი, ასევე 112-ის და პატრულის თანამშრომლები მეგობრის ნომერზე, მაინც არ აჩერებდა, სანამ თვითონ მის ნომერზე არ დაურეკეს.

 

ახლა ჩემი მეგობარი მოყავს პატრულს და ეგ ტიპი, სადღაც გზაშია.

 

პატრულს სხვა რეაგირებაც ხომ უნდა მოეხდინა?

 

მე კი ვამხელ ყ..ბს და რომ ფრთხილად იყოთ ამ სირს თუ გადააწყდით. მაგრამ პატრული?

 

ანუ მართლა ძაან დიდი მადლობა, იმიტომ რომ სწრაფი რეაქცია მოყვა და მეც მირეკავდნენ და მეგობარსაც და ძაან ყურადღებით მოიქცნენ, მაგრამ უნდა გაეშვათ?

 

Update: რაღაც მოაწევინა თურმე, ვერ მოძრაობს ახლა საერთოდ ჩემი მეგობარი.

 

პატრული ეძებს ამ ტიპს.

 

Update: გაუპატიურებით ემუქრებოდა და დასცინოდა. ტრაილერში ისხდნენ და მანქანა რომ ჩაკეტა ფანჯრებიც ამოწია, აქედან შენს კივილს ვერავინ გაიგებს, რაც არ უნდა სცადოო“, – წერს ნუკა გაბრიჩიძე.

 

„პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუმარტეს, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. პოლიციის განყოფილებაში დაზარალებული რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X