fbpx
14:47 | 2020-10-02 ავტორი: Prime Time

ტრაგედია ქობულეთში: მე-4 კლასელი ბავშვი გარდაცვლილი ნახეს – რას ყვებიან მეზობლები?

ტრაგედია ქობულეთში: მე-4 კლასელი ბავშვი გარდაცვლილი ნახეს – რას ყვებიან მეზობლები?

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში გუშინ მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს.

 

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, არასრულწლოვანი ტრაქტორის მისაბმელზე თოკით ჩამომხრჩვალი ნახეს.

 

ჩვენს სახლებში ჩუმი ტრაგედია ვითარდება, რომელიც ბავშვებს ეხება!
2020-09-23ჩვენს სახლებში ჩუმი ტრაგედია ვითარდება, რომელიც ბავშვებს ეხება!

 

„გუშინ მოხდა ეს საშინელი ამბავი. მთელი სოფელი ვგლოვობთ. ძალიან კარგი ბავშვი იყო, მეოთხე კლასში სწავლობდა, კარგი მოსწავლე და ძალიან ზრდილობიანი. რა მოხდა ვერ გეტყვით. როგორც ვიცი, ოჯახში კონფლიქტი არ ჰქონდათ, ჩხუბის ხმა და აყალმაყალი არასოდეს გაგვიგონია.

 

დეტალები არ ვიცი, მაგრამ როგორც სხვა მეზობლებიდან გავიგე, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე დაუნახავთ ველოსიპედით. ერთ-ერთი თანასოფლელისთვის წყალი უთხოვია, დამალევინეო.

 

მერე რა მოხდა არ ვიცი. სხვადასხვა ვერსიებია. ისიც თქვეს თავი მოიკლაო, არის მეორე ვერსია, თამაშობდა ტრაქტორის მისაბელზე, თოკებში გაიხლართა და თავი ვეღარ დაიხსნაო. არ ვიცი. სხვა ბავშვებს უპოვიათ როგორც მითხრეს”, – აცხადებს „პრაიმტაიმთან“ ერთ-ერთი მეზობელი.

 

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება  115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X