fbpx
00:12 | 2020-11-16 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ტრაგედია ათენში – პოლიციელმა იარაღით შემთხვევით საკუთარი ცოლი მოკლა

ტრაგედია ათენში – პოლიციელმა იარაღით შემთხვევით საკუთარი ცოლი მოკლა

ათენში, რენდიშის რეგიონში პოლიციელმა შემთხვევით იარაღიდან გასროლით საკუთარი ცოლი მოკლა, ამ დროს კი მათი 12 წლის შვილი გვერდით ოთახში იმყოფებოდა. ამის შესახებ ბერძნული მედია წერს.

 

ატიკის უსაფრთხოების სამმართველოს შესაბამისი განყოფილების წინასწარი ინფორმაციით, ეს უბედური შემთხვევაა, რადგან პოლიციელმა იარაღიდან ტყვიები ამოიღო უსაფრთხოებისთვის, მაგრამ სავაზნეში ერთი ტყვია დარჩა და შემთხვევით გასროლის შედეგად 41 წლის ქალი სასიკვდილოდ დაიჭრა მხარში.

 

იგი მიღებული ჭრილობისგან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X