11:23 | 2021-10-15 ავტორი: Prime Time

„თქვენმა გამოსვლამ შემზარა „ხელოვანო”, ვის ისტუმრებთ ჯოჯოხეთში, ვის იმეტებთ ასე დაუნდობლად“ – გია ბუღაძის სიტყვით გამოსვლას სოცქსელში ეხმაურებიან

„თქვენმა გამოსვლამ შემზარა „ხელოვანო”, ვის ისტუმრებთ ჯოჯოხეთში, ვის იმეტებთ ასე დაუნდობლად“ – გია ბუღაძის სიტყვით გამოსვლას სოცქსელში ეხმაურებიან

სოციალური ქსელის მომხმარებელი რუსუდან გელაშვილი მიტინგზე გია ბუღაძის სიტყვით გამოსვლას ეხმაურება, სადაც მხატვარმა თქვა: „მინდა ვუთხრა ივანიშვილს და მთელ ქოცისტანს, გაუბერეთ ჯოჯოხეთისკენ, თქვენი ადგილი აქ არ არის“.

 

„თქვენ მხატვარი ბრძანდებით, თქვენ მწერლის მამა ბრძანდებით, ცნობილი პიროვნება, ხელოვანი, ფერთა პალიტრის მესაიდუმლე, მე უბრალო მოქალაქე აქამდე ასე აღგიქვამდით .დღეს თქვენმა გამოსვლამ შემზარა” ხელოვანო“.

როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - მულტიფუნქციურმა ჯგუფმა შესწავლა დაიწყო
2021-10-15როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - მულტიფუნქციურმა ჯგუფმა შესწავლა დაიწყო

 

ვის ისტუმრებთ ჯოჯოხეთში, ვის იმეტებთ ასე დაუნდობლად, ასე როგორ შეგიძლიათ ცეცხლზე ნავთის დასხმა,შერიგება ასე არ იქნება, სიყვარული და სიკეთე ვერ იზეიმებს თუ თქვენნაირი შემოქმედნი ასე „გაირჯებიან“ დღესასწაულის მოსაწყობად.

 

ისე კი ვინ, ვინ და თქვენ კარგად იცით რომ, თუ შერიგებისა და მიტევების გზას ვერ ვიპოვით,საქართველო შერიგების დღეს ვერასოდეს იდღესასწაულებს.ჩვენ ერთმანეთზე გამარჯვება დაგვამარცხებს, ერთმანეთის ჯოჯოხეთში გასტუმრება, ქვეყანას მოუწყობს ჯოჯოხეთს იმაზე უარესს რაც დღეს ვნახეთ.დროშების ფრიალის ფონზე, ცოცხების ფრიალი და ორად გახლეჩილი საქართველო.

 

ჯერ პატარა ქვაბი თუხთუხებს ბატონო გია, ჩვენ ერთხელ ეს უკვე ვნახეთ და ყველამ ერთად თუ დღეს ამ ქვაბს მუგუზლები არ გამოვაცალეთ ის იმ დიდ მოთუხთუხე კუპრის ქვაბად გადაიქცევა 90-იანებში ჩვენი ლამაზი ქვეყნის მომავალი რომ ჩანთქა და მის შემდეგ ჯოჯოხეთად იქცა საქართველოს ცხოვრება და იქ ყველანი ერთად ვიხარშებით.

 

ერის შერიგება სულის არქიტექტორებიდან უნდა იწყებოდეს ,სიყვარულით და არა წყევლით.სვეტიცხოველის ამგებელ ერს შენება არ უნდა გვეშლებოდეს არც ერთი კუთხით.სვეტიცხოვლობას გილოცავ საქართველო.წმინდა კვართის მადლი გფარავდეთ ყველა ქართველს“,- წერს რუსუდან გელაშვილი.

 

ნახეთ ვიდეო: გაუბერეთ ჯოჯოხეთისკენ, თქვენი ადგილი აქ არ არის – გია ბუღაძე

 

 

ნახეთ სხვა ყველაზე კითხვადი სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X