fbpx
01:27 | 2020-06-02 ავტორი: Prime Time

თქვენ უნდა დაიჭიროთ ისინი, უნდა უთვალთვალოთ, უნდა ჩასვათ 10 წლით! – ტრამპის ბრძანება გუბერნატორებს

თქვენ უნდა დაიჭიროთ ისინი, უნდა უთვალთვალოთ, უნდა ჩასვათ 10 წლით! – ტრამპის ბრძანება გუბერნატორებს

აშშ-ის პრეზიდენტი მოუწოდებს შტატების გუბერნატორებს მეტი სიმკაცრე გამოიჩინონ საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.

 

VIDEO: პოლიციელი დაკავებულს კისერზე მუხლს აჭერს, ის შველას ითხოვს, ბოლოს კი მოძრაობას წყვეტს (აშშ)
2020-05-28VIDEO: პოლიციელი დაკავებულს კისერზე მუხლს აჭერს, ის შველას ითხოვს, ბოლოს კი მოძრაობას წყვეტს (აშშ)

 

„თქვენ უნდა დაიჭიროთ ისინი, უნდა უთვალთვალოთ, უნდა ჩასვათ 10 წლით და ამ საზიზღობას ვეღარასდროს ნახავთ“ – აცხადებს ქვეყნის ლიდერი და იქვე ამატებს, რომ თუ რეგიონების ხელმძღვანელები ასე არ მოიქცევიან, „კრეტინები“ იქნებიან.

 

ამასთან, რამდენიმე საათის წინ დონალდ ტრამპმა გასცა ბრძანება, რომ ქვეყანაში არეულობების აღსაკვეთად დამატებითი ფედერალური ძალები გამოყონ. თუმცა ამ დრომდე არ კონკრეტდება, რომელ ქვედანაყოფებს ჩართავენ საქმეში.

 

ამერიკის ქალაქებს საპროტესტო ტალღა მას შემდეგ მოედო, რაც რამდენიმე დღის წინ დაცვის თანამშრომელი ჯორჯ ფლოიდი პოლიციელებმა დაკავებისას უხეში მოპყრობის დროს მოკლეს.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X