11:26 | 2021-07-29 ავტორი: Prime Time

თქვენ ნუ ნერვიულობთ, არანაირი რუსული სცენარი არ არის – დავით ზალკალიანი ჟურნალისტს

თქვენ ნუ ნერვიულობთ, არანაირი რუსული სცენარი არ არის – დავით ზალკალიანი ჟურნალისტს

საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ფიქრობს, რომ მიშელის დოკუმენტის არშესრულება დასავლურ მომავალზე უარის თქმა არაა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

 


“თქვენ ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი იქნება კარგად ახსნილი… არანაირი რუსული სცენარი არ არის…” – თქვა ზალკალიანმა.

 

28 ივლისს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს. გადაწყვეტილების სესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

 

ნახეთ: რა მოიმოქმედა შარლ მიშელმა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მისი დოკუმენტის ანულირება მოახდინა

 

მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით დღეიდან ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოს და პოლიტიკური პროცესები საქართველოში მოქმედი კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად გაგრძელდება.

 

ნახეთ: რა წერია ამერიკელი სენატორების განცხადებაში, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებას ეხება

 

შარლ მიშელის შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება” მიიღებდა ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს.

 

ავტორი: Prime Time


X

error: Content is protected !!