22:35 | 2021-05-23 ავტორი: Prime Time

„სამშობლოს დაცვა რომ დაჭირდეს, პირველი თქვენ დაიმალებით თქვენს “მრევლთან” ერთად!“ – ნატო დუმბაძე ზურა ჯაფარიძეს უპირისპირდება

„სამშობლოს დაცვა რომ დაჭირდეს, პირველი თქვენ დაიმალებით თქვენს “მრევლთან” ერთად!“ – ნატო დუმბაძე ზურა ჯაფარიძეს უპირისპირდება

პროდიუსერი ნატო დუმბაძე ზურა ჯაფარიძის მიერ „ნამახვანჰესის” საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებისთვის „სხვადასხვა ფერის ფაშისტებისა და წითელ-მწვანე კომუნისტების” წოდებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მწვავედ აკრიტიკებს.

 

ნადო დუმბაძის თქმით, სამშობლოს დაცვა რომ დასჭირდეს, „გირჩის” წევრები პირველი დაიმალებიან.

 

“ზურაბ ჯაფარიძე „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე – სხვადასხვა ფერის ფაშისტები და წითელ-მწვანე კომუნისტები გაერთიანდნენ.

 

ნუ თქვენ ხომ მარტო ჩახდილებს აღიარებთ ზურა ბატონო და ბოდიში!

 

ასე ღრმად არ ვარ ჩახედული “ნამახვანის” ამბებში, თუმცა ესენი რომ ვინმეს ფაშისტებს დაუძახებენ, სულ მცირე გადახედონ რომელ წლებში აქვთ “ნამოღვაწარი” თვითონ!

 

ხო კიდევ “მამაოებად”კურთხევა არ დაავიწყდეთ და კურთხეულებს უქადაგონ!

 

სამშობლოს დაცვა რომ დაჭირდეს პირველი თქვენ დაიმალებით თქვენს “მრევლთან” ერთად!

 

შეიძლება მეც დავინახე და გამიკვირდა კიდევაც ვიღაცების იქ ყოფნა, მაგრამ თქვენნაირებს იქ მდგომი “ფაშისტები” მირჩევნია!”, – წერს დუმბაძე ფეისბუქზე.

 

ასევე ნახეთ: სხვადასხვა ფერის ფაშისტები და წითელ-მწვანე კომუნისტები გაერთიანდნენ – ზურა ჯაფარიძე „ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეებზე

ავტორი: Prime Time

X