14:25 | 2020-07-30 ავტორი: Prime Time

თქვენ ისევე მოიგებთ ამ დავას, როგორც პორტი ააშენეთ – ნიკოლოზ მჭედლიშვილი ანაკლიის კონსორციუმს

თქვენ ისევე მოიგებთ ამ დავას, როგორც პორტი ააშენეთ – ნიკოლოზ მჭედლიშვილი ანაკლიის კონსორციუმს

„ანაკლიის კონსორციუმმა“ დღეს თავი შეგვახსენა და განაცხადა, რომ საქართველოს წინააღმდეგ არბიტრაჟში დავას იწყებს. უპერსპექტივო დავას, რომელიც განწირულია წაგებისათვის”,- წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

 

მისი თქმით, როცა კონსორციუმთან კონტრაქტი გაწყვეტილია, არბიტრაჟში ითხოვენ საქართველოსაგან „მიყენებული ზიანის“ ანაზღაურებას და კომპენასაციას ერთი მილიარდი დოლარის ოდენობით.

 

„ჯერ იყო და კონსორციუმმა ვერაფრით მოაბა თავი პორტის მშენებლობას თავისი შემადგენლობის არაპროფესიონალიზმისა და ფინანსური სახსრების არარსებობის გამო. შემდეგ, მთავრობისაგან მოითხოვეს სახელმწიფო გარანტიები საერთაშორისო ბანკებიდან ფულის მოსაზიდად. ანუ, ხალხის ხარჯზე უნდოდათ თავიანთი კერძო პროექტის დაწყება. ახლა, როცა მათთან კონტრაქტი გაწყვეტილია, არბიტრაჟში ითხოვენ საქართველოსაგან „მიყენებული ზიანის“” ანაზღაურებას და კომპენასაციას ერთი მილიარდი დოლარის ოდენობით.

 

გიორგი შაქარაშვილის მშობლები გაიხარებენ! - რა ამბავი გააჟღერა პირდაპირ ეთერში კლუბ „საბურთალოს“ პრეზიდენტმა
2020-07-30გიორგი შაქარაშვილის მშობლები გაიხარებენ! - რა ამბავი გააჟღერა პირდაპირ ეთერში კლუბ „საბურთალოს“ პრეზიდენტმა

 

მეგობრებო, გირჩევთ კარგი იურისტები დაიქირავოთ. თუ ეს ის მილიარდია, რომელიც თქვენ ჩადეთ უკვე პროექტში და მთავრობამ არ გაცალათ მუშაობა, მაშინ ამ თანხად ორი-სამი პორტი უნდა აგემუშავებინათ. თუ ეს მილიარდი პოტენციურად მისაღები მოგება იყო, მაშინ საერთაშორისო ბანკები რატომ გთხოვდნენ სახელმწიფო გარანტიებს ტვირთების ნაკადების დასაზღვევად. მოკლედ, აქაც გაიხლართებით. უფრო სწორედ უკვე გაიხლართეთ. თქვენ ისევე მოიგებთ ამ დავას, როგორც პორტი ააშენეთ”,- წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

X