00:51 | 2020-06-04 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

თქვენ იქნებით პრემიერი თუ კახა კუკავა“? – გოგი წულაიას ეს კითხვა ძალიან ესიამოვნა (ვიდეო)

თქვენ იქნებით პრემიერი თუ კახა კუკავა“? – გოგი წულაიას ეს კითხვა ძალიან ესიამოვნა (ვიდეო)

პარტია „თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე გოგი წულაია, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა „თავისუფალ სივრცის“ სტუმრი იყო.

 

წამყვანის კითხვას, „ვთქვათ თქვენი პარტია მოვიდა ხელისუფლებაში, თქვენ იქნებით პრემიერი თუ კახა კუკავა“? წულაიამ ასე უპასუხა:

 

„შენ პირს შაქარი, მაგრამ მაგის ამბიცია ნამდვილად არ გვაქვს, რომ ხელისუფლებაში მოვალთ.

 

გიგზავნი ამ ციფრებს, იმიტომ რომ გეტყობა გიმალავენ - გოგი წულაიამ ბიძინა ივანიშვილს წერილი გაუგზავნა
2020-01-31გიგზავნი ამ ციფრებს, იმიტომ რომ გეტყობა გიმალავენ - გოგი წულაიამ ბიძინა ივანიშვილს წერილი გაუგზავნა

 

მე მაქვს პირადად ამბიცია, რომ პარლამენტში მოვიდეთ იმ რაოდენობით, რომლებიც რაღაც გავლენას იქონიებს და ჩვენს გარეშე არ გავიდეს კანონები.

 

მე გოგი წულაია, რომელიც უკვე დაიღალა ერთ წრეზე ციყვივით ტრიალში, ვეცდები პრემიერი არ იყოს არც ერთი პარტიის გავლენის ქვეშ.“- განაცხადა გოგი წულაიამ.

 

კახა კუკავა იქნება პრემიერ-მინისტრი თუ გოგი წულაია ? – შენს პირს შაქარი

Posted by აჭარის ტელევიზია • Ajara TV – საზოგადოებრივი მაუწყებელი on ოთხშაბათი, 03 ივნისი, 2020

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენატარი - +

X