fbpx
13:54 | 2020-06-02 ავტორი: Prime Time

თორაძეების მკვლელობის საქმეზე საქართველოს პროკურატურამ აშშ-ს დახმარებისთვის მიმართა

თორაძეების მკვლელობის საქმეზე საქართველოს პროკურატურამ აშშ-ს დახმარებისთვის მიმართა

თორაძეების ოჯახის მკვლელობის საქმეზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ამერიკის შესაბამის ორგანოებს სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართა.

 

ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

 

„მრავალშვილიანი დედა საკონტროლო გასროლით მოკლეს და მთელი ოჯახი ამოუწყვიტეს“ - საჩივარი პროკურატურაში
2020-05-13„მრავალშვილიანი დედა საკონტროლო გასროლით მოკლეს და მთელი ოჯახი ამოუწყვიტეს“ - საჩივარი პროკურატურაში

 

„თამარ თორაძე, რომელმაც ძმები თორაძეების მკვლელობის საქმეზე გამოძიების მოთხოვნით საქართველოს პროკურატურას მიმართა, ამერიკის მოქალაქეა.

 

ამის გათვალისწინებით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის ორგანოებს სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართა“, – აცხადებენ პროკურატურაში.

 

ცნობისთვის, თორაძეების ოჯახის ტრაგედია 1992 წელს მოხდა. შეიარაღებულმა პირებმა მთელი ოჯახი ამოწყვიტეს. ძმები თორაძეების და, თამარ თორაძე მომხდარში სხვებთან ერთად გიორგი (ჟორიკა) რურუას ადანაშაულებს და საქმის გამოძიებას ითხოვს.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X