15:55 | 2020-04-20 ავტორი: Prime Time

„ტომი და ჯერის“ რეჟისორი გარდაიცვალა

„ტომი და ჯერის“ რეჟისორი   გარდაიცვალა

ოსკარის მფლობელი ილუსტრატორი და ლეგენდარული მულტფილმის, „ტომი და ჯერი“ რეჟისორი, ჯინ დეიჩი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

 

იგი გარდაცვლილი პრაღაში, საკუთარ სახლში იპოვეს. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

 

ჩეხი გამომცემლის თქმით, იგი მოულოდნელად გარდაიცვალა.

 

ლეგენდარულ მულტფილმს „ტომი და ჯერი“ 80 წელი თებერვალში შეუსრულდა. მულტფილმის პირველი სერია 1940 წლის 10 თებერვალს გამოვიდა.

 

კარიერის განმავლობაში ის კრეატიულ დირექტორად მუშაობდა ანიმაციურ სტუდიაში Terrytoons. ასევე, მას მონაწილეობა აქვს მიღებული ამერიკული მულტფილმის პერსონაჟის Popeye-ის შექმნაში.

 

No photo description available.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X