13:26 | 2020-05-29 ავტორი: ნინი ტაველიძე

ტომაშ პეტრშიჩეკი: სავალალოა, რომ ე.წ. „ბორდერიზაცია“ და სხვა უკანონო მოქმედებები გრძელდება

ტომაშ პეტრშიჩეკი: სავალალოა, რომ ე.წ. „ბორდერიზაცია“ და სხვა უკანონო მოქმედებები გრძელდება

ჩეხეთის რესპუბლისკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ტომაშ პეტრშიჩეკი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასა და რუსეთის უკანონო ნაბიჯებს Twitter-ის ოფიციალური გვერდის მეშვეობით ეხმაურება.

ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია! - რა იქნება შემდეგი ნაბიჯი
2020-05-29ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია! - რა იქნება შემდეგი ნაბიჯი

 

 

„არ შემიძლია არ გავიმეორო, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები, ისევე როგორც რუსეთის ქმედებები, ძირს უთხრის რეგიონში სტაბილურობას.

 

 

სავალალოა, რომ ე.წ. „ბორდერიზაცია“ და სხვა უკანონო მოქმედებები COVID-19-ის პანდემიის მიუხედავად გრძელდება“,- წერს პეტრშიჩეკი.

 

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +

X