18:37 | 2020-06-18 ავტორი: Prime Time

თოკების ხელოვნება – ჯუთის თოკით დამზადებული ნივთები სახლის დიზაინისთვის

თოკების ხელოვნება – ჯუთის თოკით დამზადებული ნივთები სახლის დიზაინისთვის

მაშინ, როცა, იზოლაციაში ყოფნისას უმეტესი ჩვენგანი დეპრესიას და მოწყენილობას ებრძოდა. მაიკო ლორთქიფანიძე საკუთარი სახლის დიზაინის შეცვლით იყო დაკავებული. ერთ-ერთ ასეთ დღეს მოუნდა ხელში აეღო ჯუთის თოკი და სახლისთვის ხელნაკეთი ნივთი გაეკეთებინა.

 

„დეკორატიული ნივთები ყოველთვის მომწონდა, განსაკუთრებით ხელნაკეთები. იმისთვის რომ მათი შექმნა თვითონაც მეცადა, არასდროს მრჩებოდა დრო. თვითიზოლაციისას დრო თავზე საყრელად მქონდა, ამიტომ ერთი პატარა კალათის ქსოვა დავიწყე, სახლს ახალი ნივთი შევმატე და გავახალისე. შემდეგ სხვებსაც რომ მოეწონა, მეორეც მივამატე,“ – ამბობს მაიკო ლორთქიფანიძე.

თავისი იდეის განსახორციელებლად მაიკომ პირველ ნაბიჯად ფეისბუქგვერდი  „ჯუთ-არტი“ შექმნა, სადაც დიდი მოწონება დაიმსახურა მისმა ნაშრომმა, გამოხმაურება დადებითი იყო, ეს კი სტიმულს აძლევდა უფრო მეტი ეკეთებინა. შემდეგ იყო შეკვეთებიც და ახლა დღეში რამდენიმე ნივთი ქმნის, ისევ ჯუთის მასალით.

მაიკო ლორთქიფანიძე სამი შვილის დედაა.

პანდემიის ეპოქა ჩემს შემოქმედებაზე დადებითად აისახა - თექაზე მომუშავე ახალგაზრდა ქალი
2020-05-31პანდემიის ეპოქა ჩემს შემოქმედებაზე დადებითად აისახა - თექაზე მომუშავე ახალგაზრდა ქალი

გვიყვება, რომ  საქართველოში პირველი აღმოჩნდა, რომელიც ჯუთის თოკით სახლის დიზაინისთვის სხვადასხვა ნივთებს ამზადებს. იდეის ავტორს ახალი საქმის განხორციელებაში მეგობარი დაეხმარა.
საყვავილეები, ლანგარი, ჭურჭლები, კალათები – უკვე 50-მდე თოკით ნამუშევარი აქვთ „ჯუთ-არტში“.

 

ჯუთი იმდენ შესაძლებლობას გაძლევს, შეუძლებელია მისი ამოწურვა. ვცდილობ, წებო არ გამოვიყენო და  მხოლოდ თოკი იყოს გამოყენებული. თითოეული ნივთის დამზადება დროს, შრომას, ნებისყოფას მოითხოვს. ზოგჯერ მთელი ღამეც დამიხარჯავს ამ საქმისთვის, თუმცა ეს პროცესი არ მღლის. არცერთი ნივთი არ ჰგავს ერთმანეთს, ყველა ინდივიდუალურია”, – გვიყვება მაიკო.

გარდა იმისა, რომ თოკით ნაკეთობები ლამაზია, ის ეკლოგიურად  სუფთაც არის.

 

ამბობს, რომ ჯუთ არტში საკუთარი თავის აღმოჩენაში პანდემია დაემხარა.

 

„ცოტა ალბათ, უცნაურია, მაგრამ მაგრამ ეს ყველაფერი მაინც პანდემიის დამსახურებაა“.

მაიკოს გეგმა ასეთია, სექტემბერში გამოფენის მოწყობას გეგმავს და სურს უფრო მეტი დრო დაუთმოს პანდემიაში აღმოჩენილ და გაჩენილ ჯერ სასტარტო ბიზნესს.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები