18:56 | 2020-06-25 ავტორი: თამარ გონგაძე

“ტლანქად მოაბიჯებდა… ძალიან ვღელავ” – რამ შეაშინა საკუთარ საძინებელში გოგა გველესიანი

“ტლანქად მოაბიჯებდა… ძალიან ვღელავ” – რამ შეაშინა საკუთარ საძინებელში გოგა გველესიანი

მსახიობი გოგა გველესიანი სოციალურ ქსელში მის „სახლში შეჭრილი“ დიდი ობობის ფოტოს აქვეყნებს და შეშფოთებული კითხულობს, რა მწერია და რამდენად საშიშია.

 

მსახიობს მეგობრები ამშვიდებენ, რომ ეს ფალანგაა, უშხამო ობობა, თუმცა დეზინფექციის სამსახურის გამოძახებას ურჩევენ.

 

“აი, ეს საოცრება იყო ჩემს საძინებელში. სავარაუდოდ, 8-10 სანტიმეტრის სიდიდის. ასეთი არაფერი მინახავს და პირველად დამეუფლა შიშის გრძნობა. ტლანქად მოაბიჯებდა… ცოცხით აქანდაზზე შევსვი და ჩავრეცხე.

 

საიდან უნდა შემოსულიყო, ფანჯრებზე ბადეები მაქვს. ვშიშობ ჩემს ძაღლებს არ უკბინოს. ან საიდან გაჩნდა? და კიდევ არ იყოს სადმე დამალული ამის ნათესავი ან მოგვარე.

ვინც იცით, რა არის (ობობას გავს), რამდენად საშიშია?” – წერს გოგა “ფეისბუქზე”.

 

Goga Gvelesiani-ს ფოტო.

 

მსახიობი დააკვალიანეს და უთხრეს, რომ ეს ფალანგაა… შხამიანი არ არის, მაგრამ იმდენად ძლიერი ყბები აქვს, თავისუფლად შეუძლია ადამიანს უკბინოს და ინფექციის შედეგად გართულდეს ნაკბენი. მორიელის და ფუტკრის დაუძინებელი მტერია, ანადგურებს ხოჭოებს, პატარა ზომის ხვლიკებსაც.

 

როგორც გავარკვიეთ, მსახიობს შესაბამისი სამსახური არ გამოუძახებია, თუმცა შიში ისევ აქვს და კედლებს და სახლის კუთხეებს შიშით ისევ ათვალიერებს.

 

გოგა გველესიანი: – მართალი რომ გითხრათ, ძალიან ვღელავ. სხვა ჯერ არ გამოჩენილა. დიდ კარადებს რა გაწევს და გამოწევს, ან თუ თეთრეულშია, ყველაფერს რა გადმოალაგებს.

 

მსხვერპლის 40% მოდის 15 წლამდე ბავშვებზე! - როგორ დავიცვათ თავი ცოფიანი ძაღლებისა და შხამიანი გველებისგან
2020-06-24მსხვერპლის 40% მოდის 15 წლამდე ბავშვებზე! - როგორ დავიცვათ თავი ცოფიანი ძაღლებისა და შხამიანი გველებისგან

 

დიდ დიღომში ვცხოვრობ, კერძო დასახლებაში. ხედიც კარგია და მომწონს უბანი, რაიონი. ეკოლოგიურად სუფთა ადგილას ვარ და ბეტონებს არ ვუყურებ. ხის სახლია, შარშან ავაშენე. მშენებლობა ოქტომბერში დასრულდა და შეიძლება მაშინ შემოვიდა და დარჩა. თორემ ყველგან ბადე მაქვს გაკრული.

 

მანამდე მეზობლებთან პირველი ეგ გავარკვიე, რამე ქვეწარმავალი ამ მხარეში ხომ არ არის-მეთქი. ფობია თუ მაქვს, მაქვს მხოლოდ ღამურასი. მაგრამ ეს ობობა იყო საოცრება. თან გავდა ობობას და თან – არა.

 

შენელებული მოძრაობდა, ტლანქად, რაც საყურებლად საშიში ხდებოდა. ვფიქრობ, რაპტორის სუნით იყო გაბრუებული. რომ ჩავრეცხე შემეცოდა, მაგრამ ეზოში ვერ გავუშვებდი, ვერ გავამრავლებდი.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები