fbpx
14:46 | 2020-11-30 ავტორი: Prime Time

„ტყუპები ერთი წლის გახდნენ“ – მამუკა ბახტაძემ შვილების ფოტო გამოაქვეყნა

„ტყუპები ერთი წლის გახდნენ“ – მამუკა ბახტაძემ შვილების ფოტო გამოაქვეყნა

აქტიური პოლიტიკური ცხოვრებიდან წასვლის შემდეგ, მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელში ნაკლებად აქტიურია.

 

ექსპრემიერის ბოლო აქტივობას სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება აქვს. მიზეზი მისი შვილების ფოტოს გამოქვეყნებაა. პატარა ბახტაძეები 28 ნოემბერს 1 წლის გახდნენ.

 

პატარების ფოტოს ძალიან ბევრი მოწონება აქვს და სოციალური ქსელის მომხმარებლები კეთილი სურვილებით ულოცავენ.

 

 

ცნობისთვის, მამუკა ბახტაძის სიყვარულის ამბავი მედიაში 2019 წელს გაჟღერდა, თუმცა მანამდე წყვილის სიყვარული 6 წელს ითვლიდა.

 

ექსპრემიერი ტყუპის მამა გასული წლის ნოემბერში გახდა.

 

 

ბახტაძის რჩეული ყოფილი მოდელი და მარკეტინგის მენეჯერი იანა კოკოულინაა.

 

 

ის სხვადასხვა კომპანიაში მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა და არაერთ ცნობილ ადამიანთან მეგობრობს.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X