16:48 | 2021-09-13 ავტორი: Prime Time

„ტყუილის და მართლის შერევით ყველაზე საშიში ცილისწამება იქმნება“ – ანდრია ჯაღმაიძე

„ტყუილის და მართლის შერევით ყველაზე საშიში ცილისწამება იქმნება“ – ანდრია ჯაღმაიძე

„ძალიან ცუდია თუ სიმართლეა უკანონო მოსმენების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია“,- წერს საპატრიარქოს პრესსპიკერი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

ვინ არის რუსეთის მოქალაქე ლოლიტა, რომელსაც მეუფე ნიკოლოზი მოსკოვში ფარულად ხვდებოდა - რა ინფორმაცია ვრცელდება მიტროპოლიტზე
2021-09-13ვინ არის რუსეთის მოქალაქე ლოლიტა, რომელსაც მეუფე ნიკოლოზი მოსკოვში ფარულად ხვდებოდა - რა ინფორმაცია ვრცელდება მიტროპოლიტზე

 

„ისე ზოგიერთი ტელევიზიიდან ფაბრიკაციებიც ბევრი გვინახავს, ცილისწამებებიც.

 

სამწუხაროდ თავად ტელევიზიებმა შეგვაჩვიეს, რომ ახალი ამბები „იქმნება” და არა უბრალოდ შუქდება.

 

ტყუილის და მართალის შერევით კი ყველაზე საშიში ცილისწამებები იქმნება. ამიტომ კომენტარის გაკეთებას არ ვიჩქარებ.”- წერს ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.

 

ცნობისთვის, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) რუსეთს ფულის სანაცვლოდ ლუგარის ლაბორატორიაზე ინფორმაციას აწვდიდა – იუწყება ტელეკომპანია „პირველი“. არხის მტკიცებით, ამის შესახებ უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ ფარულ მასალებშია საუბარი.

 

ასევე წაიკითხეთ სხვა სიახლეები და სტატიები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!