fbpx
00:27 | 2020-09-10 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ტყუილია რომ ის ჩემს ავთოზე ძალადობდა! – თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის დედა ქმრისა და შვილების ურთიერთობაზე

ტყუილია რომ ის ჩემს ავთოზე ძალადობდა! – თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის დედა ქმრისა და შვილების ურთიერთობაზე

თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის, ავთო რობაქიძის დედამ ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში ქმრისა და შვილების ურთიერთობაზე ისაუბრა.

 

შვილმკვდარი დედა ამბობს, რომ გათხოვების დღიდან, ის ქმრის მიერ მუდმივად ძალადობის მსხვერპლი იყო. თუმცა, ამბობს, რომ მის ქმარს შვილზე არასდროს უძალადია.

 

როგორც მირანდა რობაქიძემ თქვა, მისი ქმარი ალკოჰოლის მიღების შემდეგ იცვლებოდა, აგრესიული ხდებოდა და სისტემატიურად ჩხუბობდა ოჯახში დედასთან, მაგრამ ბავშვს ფიზიკურად არასდროს არ შეხებია. მან დეტალურად გაიხსენა ტრაგიკულ შემთხვევამდე მომხდარი ამბავი.

 

„საერთოდ ამპულას ვუდგამდით ხოლმე რომ არ დაელია. თუ არ დალევდა ნორმალურად იყო, ამხელა ოჯახი მოიყვანა, არც ბავშვს ურტყამდა, ტყუილია რომ ის ჩემს ავთოზე ძალადობდა, უბრალოდ, როცა სვამდა თავისთვის ყვიროდა.

 

წინა საღამოს დამირეკა, მეჩხუბა, მაგინა და გამლანძღა. მერე ბავშვს ათქმევინა ფული გამომიგზვნეო. მე ვუთხარი არ გამოგიგზავნი-მეთქი, მაშინ ტრაქტორს გავყიდიო. მერე მიყვირა, „ვსიო” დაემშვიდობე შენ შვილს ვეღარ ნახავო. არაა დასანდობი არც ის და არც ჩემი მაზლი, გვერდით რომ ცხოვრობს ისიც უნდა მიაყოლონ და დაიჭირონ“. – ამბობს მირანდა რობაქიძე.

 

11 წლის გარდაცვლილი ბავშვის დედა დარწმუნებულია, რომ შვილი ქმარმა მოუკლა
2020-09-0511 წლის გარდაცვლილი ბავშვის დედა დარწმუნებულია, რომ შვილი ქმარმა მოუკლა

 

ცნობისთვის, თერჯოლის სოფელ ძევრში 11 წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მამა დააკავეს.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

X