fbpx
23:41 | 2020-09-02 ავტორი: Prime Time

„ტყუილია!!!! გავრცელდა ცრუ ინფორმაცია – ანუკი არეშიძე დედის შესახებ

„ტყუილია!!!! გავრცელდა ცრუ ინფორმაცია – ანუკი არეშიძე დედის შესახებ

თბილისის მერის, კახა კალაძის მეუღლე, ანუკი არეშიძე ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს დედამისმა ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისი“ დატოვა, სადაც დღეს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა.

 

მისი თქმით, დედამისი ექიმების მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე იმყოფება და როგორც ყველა მისი კოლეგა, რჩება სასტუმროში ინსტრუქციის სრული დაცვით.

 

„ტყუილია!!!! გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს დედაჩემმა დატოვა სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისის“ ტერიტორია. დედა იმყოფება ჩაქვში, ექიმების მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე და როგორც ყველა მისი კოლეგა, რჩება სასტუმროში ინსტრუქციის სრული დაცვით“, – წერს ანუკი არეშიძე.

ანუკი არეშიძე უჩვეულო ამპლუაში - დიზაინერი ფერმაში ცხოველებსა და ფრინველებს უვლის - ვიდეო 
2020-08-14ანუკი არეშიძე უჩვეულო ამპლუაში - დიზაინერი ფერმაში ცხოველებსა და ფრინველებს უვლის - ვიდეო 

 

ამ დროისთვის სასტუმროში 900-მდე ადამიანი იმყოფება.

 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩაქვში, სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“ კონფერენციის ერთ-ერთ მონაწილეს კორონავირუსი დაუდასტურდა ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 548 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 270-ს შეადგენს.

 

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X