18:03 | 2020-07-31 ავტორი: თამთა თორდია

ტყიბულში წყალმომარაგების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობს

ტყიბულში წყალმომარაგების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობს

ადგილობრივი ხელისუფლებისა და მთავრობის აქტიური კომუნიკაციის შედეგად, ტყიბულში წყალმომარაგების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობს.

 

პროექტის  ღირებულება 4 100 000  ლარს შადგენს. სამუშაოებს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანის“ დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია  შპს „საბა“ ახორციელებს.

 

პროექტის მიმდინარეობით ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ ჩუბინიძე დაინტერესდა, რომელიც  ფუნდამენტის მოწყობის პროცესს ადგილზე გაეცნო.

 

„პროექტის ფარგლებში აშენდება ახალი თანამედროვე ტიპის  სასმელი წყლის გამწმენდი ნაგებობა,რომელიც აღიჭურვება ევროპული სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიური დანადგარებით.  სასმელი წყალი გაიწმინდება ე.წ. მემბრანული წესით.

 

ახალი ტექნოლოგიური ციკლის შედეგად მივიღებთ მაღალი ხარისხის პროდუქტს, რომელიც დააკმაყოფილებს ქვეყენაში დადგენილ ნორმებს. სამუშაოების დასრულება 2020 წლის ბოლოს არის დაგეგმილი. ობიექტი, ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, მოსახლეობას გაუუმჯობესდება წყლის მიწოდება და ხარისხი.

 

პარალელურად  მუშაობა დაწყებულია გაბრიაძის, ფიროსმანისა და ჭავჭავაძის ქუჩების წყლის პრობლემის გადაჭრის  საკითხზეც.  გვალვის დროს, დებეტის არარსებობის გამო, აღნიშნულ ქუჩებს წყალი შეზღუდვით მიეწოდებათ. ამ მიმართულებით გარკვეული სამუშაოები უკვე შესრულებულია, 1200 მეტრზე  სარეზერვო ლითონის მილი მიყვანილია რეზერვუარში და  მიმდინარეობს მოლაპარაკებები სატუმბო საგდურის მშენებლობაზე, რაც საგრძნობლად გაუმჯობესებს წყლის მიწოდებას“, – განცხადა თემურ ჩუბინიძემ.

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X