13:18 | 2020-03-25 ავტორი: Prime Time

ტყიბულში ხანდაზმულთა შინმოვლის სერვისით მოსარგებლებს საკვები პროდუქტები ურიგდებათ

ტყიბულში ხანდაზმულთა შინმოვლის სერვისით მოსარგებლებს საკვები პროდუქტები ურიგდებათ

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ხანდაზმულთა შინმოვლის სერვისით მოსარგებლე ბენეფიციარებს პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტები სახლში მიეწოდებათ.

 

რამდენიმე ხანდაზმულთან ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი, ნელი ქარელი-კახიძე პირადად იმყოფებოდნენ, რომლებმაც მოხუცებს საკვები პროდუქტები ოჯახებში მიუტანეს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდნენ.

 

ტყიბულის მუნიციპალიტეტში უკვე ერთი წელია ხანდაზმულთა შინმოვლის სერვისი ხორციელდება, რომელშიც 30 ბენეფიციარია ჩართული.

 

თითოეულ მათგანი კვირაში ერთხელ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ორჯერ იღებს საყოფაცხოვრებო და ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების სერვისს.

 

ახლახანს პროგრამას დაემატა პროდუქტებით უზრუნველყოფა, რომელიც ითვალისწინებს მოხუცებისთვის თვეში ერთხელ საჭირო საკვები პროდუქტების მიწოდებას.

 

პროგრამას მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური ახორციელებს.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები