10:03 | 2020-06-27 ავტორი: Prime Time

თხის რძე, ველური ყვავილი და სტაფილო კიბოს სამკურნალოდ – თვითმარქვია მკურნალის მიერ მინიმუმ 150 ადამიანი დაზარალდა

თხის რძე, ველური ყვავილი და სტაფილო კიბოს სამკურნალოდ – თვითმარქვია მკურნალის მიერ მინიმუმ 150 ადამიანი დაზარალდა

საბერძნეთში დააკავეს თვითმარქვია ექიმი, რომელსაც ადანაშაულებენ თაღლითობაში, რამაც არაერთი ადამიანის, მათ შორის ბავშვის გარდაცვალება გამოიწვია.

 

თვითმარქვია ექიმის, ნიკოს კოდოსტათის წინააღმდეგ პოლიციაში ათობით საჩივარი შევიდა.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ პაციენტები არიან მთელი საბერძნეთიდან ანუ კოდოსტათი მსხვერპლს ეძებდა ყველგან, არა მხოლოდ ატიკის რეგიონში, სადაც ის „მკურნალობდა“.

 

ბრალდებული ხალხს ეცნობოდა, როგორც სახალხო მკურნალი.

 

ცნობილი ხდება, თუ როგორი მკურნალობის ფონზე ჰპირდებოდა ის სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს გამოჯანმრთელებას.

 

ხალხს, რომელბსაც იმედი უკვე გადაწურული ჰქონდათ, კოდოსტათი ეუბნებოდა, რომ მნიშვნელობა ჰქონდა არა ქიმიოთერაპიას, არამედ დღიური რაციონის სწორად შერჩევას.

 

ის უმძიმესი სენით დაავადებულებს აძლევდა სტაფილოს, თხის რძეს და ველურ ყვავილს და არწმუნებდა, რომ განიკურნებოდნენ.

 

ნიკოს კოდოსტათი პაციენტებს აძლევდა ზოგიერთ მედიკამენტსაც, რომელთა ყუთებზეც ორიგინალი კომპანიების იარლიყები იყო დატანილი, თუმცა, „პატენტი“ თავად მას ეკუთვნოდა.

 

გამოძიების ინფორმაციით, წარმოუდგენელი თაღლითობით ზიანი მიადგა მინიმუმ 100 ადამიანის ჯანმრთელობას, საიდანაც სულ მცირე 5 გარდაცვლილია.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

X