20:24 | 2020-03-22 ავტორი: თეონა ყაჭიური

თითოეული მარნეულელი დიდი რისკის ქვეშაა – მერი

თითოეული მარნეულელი დიდი რისკის ქვეშაა – მერი

„თითოეული მარნეულელი დიდი რისკის ქვეშაა, რადგან ჩვენ პატარა მუნიციპალიტეტში ვცხოვრობთ“,- ამის შესახებ მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა განაცხადა.

 

მან რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მოქალაქეებს მოუწოდა, რომ მაქსიმალურად დაემორჩილონ წესებს, რადგან მარნეულში ინფიცირებული ერთი ადამიანი წლისთავზე იმყოფებოდა.

 

„მე კიდევ ერთხელ ვურჩევ მარნეულელებს, რომ დარჩნენ სახლში რადგან მუნიციპალიტეტში დიდი საფრთხეა. ბევრ ადამიანთან შეიძლება ჰქონოდა ამ ადამიანს კომუნიკაცია, რადგან ვიცით რომ წლისთავზეც იყო რამდენიმე დღის წინ და ა.შ. ამიტომ, საკმაოდ დიდი რისკის ქვეშაა თითოეული მარნეულელი, რადგან ჩვენ პატარა მუნიციპალიტეტში ვცხოვრობთ“ – განაცხადა ზაურ დარგალმა.

 

მისივე თქმით, ზოგიერთი მოქალაქე შექმნილ სიტუაციას სერიოზულად არ ეკიდება.

 

„გუშინ, გუშინწინ იყო დიდი მოძრაობები, გასვენებები, წლისთავები, ორმოცები. ჩვენ კი ვზღუდავთ მაქსიმალურად და ვაკონტროლებთ, თუმცა მოქალაქეთა პასუხისმგებლობა მაინც უნდა იყოს მაღალი“,- აღნიშნა ზაურ დარგალმა.

 

როგორც დაავადებათა კონტროლსი ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, დაინფიცირებულის 86 კონტაქტი უკვე ნაპოვნია, თუმცა კონტაქტი უფრო მეტი იყო.

 

ცნობისთვის, დღეს მარნეულში კორონავირუსით ინფიცირების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები