fbpx
17:14 | 2020-09-15 ავტორი: თამარ გონგაძე

“ტირილამდე მისული სიხარული პირველად მაშინ შევიგრძენი” – რას იხსენებს შვილთან დაკავშირებით ვერიკო ტურაშვილი

“ტირილამდე მისული სიხარული პირველად მაშინ შევიგრძენი” – რას იხსენებს შვილთან დაკავშირებით ვერიკო ტურაშვილი

მომღერალ ვერიკო ტურაშვილის უფროსი ქალიშვილი, ლიზა ბერუჩაშვილი 17 წლის გახდა. ვერიკო ქალიშვილს გარდაცვლილ მამას ამსგავსებს.

 

ლიზას მამა, გოშა ბერუჩაშვილი 13 წლის წინ ტრაგიკულად, ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მამა ფრაგმენტულად ახსოვს, თუმცა როგორც მომღერალი გვიყვება, მამაზე საუბარი სიამოვნებს.

 

ვერიკო ტურაშვილი: – 20 წლის ვიყავი ლიზა რომ გავაჩინე. ტირილამდე მისული სიხარული პირველად მაშინ შევიგრძენი. თავიდანვე მამას ჰგავს. ბოლო პერიოდი მეუბნებიან, რომ ლიზა დამემსგავსა. სინამდვილეში ხუჭუჭა თმითა და მუქი თვალებით მგავს ორივე შვილი, ისე მამებს გვანან.

სამი დღეა ღია ფერის მელირება გაიკეთა. იერით მგავს კი, ჩემი შვილი რომ არის, ეტყობა.

 

2020-09-15"იახტიდან გადმოვვარდი, გულმკერდი დავარტყი, სისხლი მდიოდა" - ნეკნებჩატეხილმა კლიპმეიქერმა ორი კლიპი გადაიღო

 

ხასიათითაც არ ვგავართ ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, რომ ზოდიაქოს ნიშნით ორივე ქალწული ვართ. ჩემთან შედარებით ბევრად უფრო მობილიზებულია, მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს, რადიკალურია. მე უფრო გავმსუბუქდი.

 

ვმეგობრობთ. გახსნილი ურთიერთობა მაქვს ლიზასთან, მგონია, რომ ყველაფერს მიყვება.

 

ხშირად ვიხსენებთ გოშას და ეს ლიზას სიამოვნებს. კარგად სწავლობს და ვეუბნები ხოლმე, თუკი რაიმე უხილავი ძაფი და კონტაქტია ამ სამყაროში, გოშა რომ გხედავდეს, ალბათ, ყველაზე ბედნიერი იქნებოდა-მეთქი.

 

წელს აბიტურიენტია, მზადება დაიწყო, ქირურგობა უნდა. დიდი გეგმები აქვს. მე მინდა, რომ პლასტიკური ქირურგი გახდეს, რომ ახალგაზრდები დიდხანს ვიყოთ (იცინის). რაც აქამდე არ ვყოფილვარ, ახლა გავხდი ერთიანად ეგოისტი. მე ვურჩევ ხოლმე, რაც უფრო ნაკლებ სტრესულ პროფესიას აირჩევ, მეტი დრო დაგრჩება შენი თავისთვის-მეთქი.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

X